“მადლობა საქართველოს მთავრობა, რომ საკუთარი ქვეყნიდან მაძევებთ!” – ანიტა რაჭველიშვილი

ქართველი საოპერო ვარსკვლავი ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საქართველოს მთავრობას მისი ქვეყნიდან “გაძევებისთვის” მადლობას საჯაროდ უხდის.

"მადლობა საქართველოს მთავრობა, რომ საკუთარი ქვეყნიდან მაძევებთ!" - ანიტა რაჭველიშვილი

ქართველი მეცო – სოპრანო მთავრობის მიერ შემოღებულ პანდემიის რეგულაციებს მწვავედ აკრიტიკებს და ხელისუფლების მხრიდან მსგავსს ქმედებას დიქტატურის უმაღლესს ფორმად აფასებს. რაჭველიშვილის თქმით, მას საგანგებოდ, თავისი საყვარელი მსმენელისთვის კონცერტის ჩატარება სურდა, თუმცა არსებული რეგულაციების წყალობით, ის ამას ვერ შეძლებს, რადგან არ სურს სასტუმროს ნომერში გარკვეული პერიოდით გამოკეტვა, ვინაიდან მისი აზრით, დაავადების რისკი სწორედ კარანტინში ყოფნისას უფრო დიდია: “10 აგვისტოს უკვე სახლში უნდა ვყოფილიყავით! ორი კვირა თვითიზოლაციაში გაგვეტარებინა სახლში სადაც მხოლოდ მე, ოთო, ფრენკი, სუზი და ბევრი ეზოს კატა ცხოვრობს! ტესტი უნდა გაგვეკეთებინა საკუთარი ხარჯებით, თუნდაც ყოველ დღე ამ ორი კვირის განმავლობაში, რათა დავრწმუნებულიყავით რომ არ გვაქვს კოვიდი.

2 კვირიანი იზოლაციისა და კოვიდის ტესტის მერე მინდოდა კონცერტი ჩამეტარებინა ჩემი საყვარელი მსმენელისთვის “უღრან ტყეში”, სადაც ბოლო დროს, ულამაზეს საღამოებს მართავენ მუსიკოსები. ეს ყველაფერი არ გამოვა სამწუხაროდ, რადგან არ ვარ თანახმა, რომ ჩემი უფლებები ირღვეოდეს და რაღაც სასტუმროს ერთ პატარა ოთახში გამოვიკეტოთ თავი მე და ჩემმა მეუღლემ ფრენკის გარეშე და კაცმა არ იცის რა პირობებში, იმიტომ რომ არ ვარ თანახმა რომ გავრისკო კარანტინში, დაავადების რისკი იქ უფრო დიდია ასე მგონია! თვითიზოლაცია ჩვენს საკუთარ სახლში სადაც კამერები დგას და შეძლებდნენ გაეგოთ რომ ნამდვილად არსად არ გავდგავდი ფეხს, თუმცა გადაწყვიტეს რომ საკუთარ ქვეყანაში არ უნდა დავბრუნდე! ჩემს საყვარელ საქართველოში! და იძულებული ვარ დავრჩე იქ სადაც ვარ ეხლა! მადლობა საქართველოს მთავრობა, რომ საკუთარი ქვეყნიდან მაძევებთ! დიქტატურის უმაღლესი ფორმაა ეს!” – დაწერა საკუთარ ფეისბუქგვერდზე ცნობილმა მეცო – სოპრანომ ანიტა რაჭველიშვილმა – მაისურაძემ.

წყარო: intermedia.ge