პასუხად მეუფე მელქისედეკ ხაჩიძეს – “ან რუსეთთან მოლაპარაკება ან მარადიული ოცნება, რომ “ე. წ.” ჩვენია!”

კიდევ ერთი ძალად-მეუფე, მელქისედეკ ხაჩიძე, გამოვიდა პოპულისტური განცხადებებით და ამერიკის შეერთებული შტატების იმიჯზე ზრუნვით. მიშისტური ბრბოს გულის მოსაგებად მეუფემ ანუ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, 8 აგვისტოს შემოსძახა:

პასუხად მეუფე მელქისედეკ ხაჩიძეს - "ან რუსეთთან მოლაპარაკება ან მარადიული ოცნება, რომ "ე. წ." ჩვენია!"

სურათზე: მეუფე ხაჩიძე სიამოვნებით პოზირებს სახელმწიფო დაწესებულებებში, უღმერთო ევროკავშირის დროშების ფონზე.

 

“საქართველოს ომი არ დაუწყია, რუსეთი ოკუპანტია!”… “არ შეიძლება უცხოელი მეგობრების და პარტნიორების ამაგის დაუფასებლობა. რომ არაფერი ვთქვათ იმ დიპლომატიურ ომზე, რაც მსოფლიოს საერთაშორისო ორგანიზაციების ტრიბუნებზე იყო გაჩაღებული და ჩვენი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებაზე”…

ამასთან დაკავშირებით, ბელგიაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი ომარ ხახაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუკში” წერს:

“მეუფე მელქისედეკის გამოსვლის გამო: „ომი საქართველოს არ დაუწყია! რუსეთი ოკუპანტია!“
ვინც დაიწყო ომი, თუნდაც თავის ქვეყანაში, ყველასათვის ცნობილია და მაგას თავის მოტყუება ვერ შეცვლის. ხოლო თუ შეცვლა გინდათ (ომის შედეგის, თორემ ვინ დაიწყო ის, მაგას მეუფე მელქისედეკი და ვერც ვერავინ ვეღარ შეცვლის), ამას სჭირდება არა „რუსეთი ოკუპანტია!“-ს ძახილი, არამედ „ოკუპანტთან“ დალაპარაკება, დალაპარაკებას – დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა. რაც შეეხება სიტყვას „ოკუპაცია“, იგი იცით, რას ნიშნავს? როცა ოკუპანტი არ გელაპარაკებათ. მაგალითად, თურქეთი ტაო-კლარჯეთის გამო, ან აზერბაიჯანი დავით-გარეჯის გამო. რუსეთმა ანუ პუტინმა კი, როგორც მახსოვს, რამდენჯერმე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას მოლაპარაკებისაკენ, მაგრამ თუ მას მოლაპარაკება არ ნებავს, იოცნებოს, მეუფე მელქისედეკთან და ყველა მეოცნებესთან ერთად, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი… უკაცრავად, „ე.წ.“, მისია, და იძახონ „რუსეთი ოკუპანტია!“