გიორგი მდივანი: სააკაშვილის დანაშაულებრივმა რეჟიმმა საკუთარი ქვეყნის მოსახლეობა კასეტური ბომბებით დაბომბა საერთაშორისო ნორმების დარღვევით

პოლიტოლოგი და ბლოგერი გიორგი მდივანი სოციალურ ქსელში 2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით გზავნილს ავრცელებს:

 

გიორგი მდივანი: სააკაშვილის დანაშაულებრივმა რეჟიმმა საკუთარი ქვეყნის მოსახლეობა კასეტური ბომბებით დაბომბა საერთაშორისო ნორმების დარღვევით

აგვისტოს ომი დიდი უბედურების და განსაცდელის განსახიერებაა ადამიანური ტრაგედიებით, ისევე როგორც ნებისმიერი ომი. ხალხმა დაკარგა ყველაზე ძვირფასი რაც გააჩნდა, უახლოვესი ადამიანები და ზოგიერთ შემთხვევაში საკუთარი წინაპრების საფლავებიც კი.
მაგრამ მარჯვენა ნახევარსფერო ტვინში იმისთვის გაგვაჩნია, რომ ემოციურთან ერთად, რაციონალური ანალზიც რომ მოვახდინოთ სხვადასხვა მოვლენების.
სააკაშვილის დანაშაულებრივმა რეჟიმმა დაიწყო ღია საომარი მოქმედებები 7-დან 8 აგვისტო ღამეს, საკუთარი ქვეყნის მოსახლეობა კასეტური ბომბებით დაბომბა საერთაშორისო ნორმების დარღვევით. ამას დიდი ხნის განმავლობაში წინ უსწრებდა ოსების და რუსების პროვოკაციები წლობის განმავლობაში, მაგრამ პოლიტიკოსებმა და ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ქვეყანას ასეთი უმეცრება თავიდან აიცილონ. 2008 წლის აგვისტომის ომის დამსახურებით კეზერაშვილი მაგალთად მილიარდერი გახდა.
თანამედროვე მსოფლიო წესრიგი რიალპოლიტიკის პრინცებზეა დამყარებული, სადაც ძლიერი ჩაგრავს სუსტს, სადაც ძლიერს მეტი უფლება აქვს, ვიდრე სუსტს. გაეროს წესდებაში კი წერია, რომ ყველა ქვეყანა თანასწორიაო, მაგრამ გაეროს 200-მდე ქვეყნიდან უშიშროების საბჭოს წევრი სულ რამდენიმე ქვეყანაა, ვეტოს უფლება კი სულაც თითზე ჩამოსთვლელ ქვეყნებს აქვთ.
2008 წელი უნდა გავარჩიოთ დეტალებში, არცერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ უნდა დარჩეს და პასუხი მოეთხოვოს ხელისუფლების ყველა წარმადგენელს, რომელსაც საკუთარი ქვეყნის წინაშე დანაშაული აქვს ჩადენილი.
ეს არ მოდის წინააღმდეგობაში იმ ფაქტთან, რომ რუსეთმა ჩვენი ტერიტორიების 20% საერთაშორისო სამართლის ფეხქვეშ გათელვით დაიკავა.
ასევე უნდა მოხდეს ოკუპირებულ ტერიტორიებთან პოლიტიკის გადააზრება, გადააზრება კი არა ელემენტარული სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის ჩამოყალიბება.

წყარო