რობერტ სტურუა: სულხან-საბა ორბელიანის არაკი გამახსენდა! ამ უბრალო არაკმა რატომღაც ჩვენი ნაცისტების მართველობა მომაგონა!

 

შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მთავარი რეჟისორი, რობერტ სტურუა, სოციალურ ქსელში გზავნილს და ფოტოს ავრცელებს:

 

 რობერტ სტურუა: სულხან-საბა ორბელიანის არაკი გამახსენდა! ამ უბრალო არაკმა რატომღაც ჩვენი ნაცისტების მართველობა მომაგონა!

მოულოდნელად სულხან-საბა ორბელიანის არაკი გამახსენდა!
ამ უბრალო არაკმა რატომღაც ჩვენი ნაცისტების მართველობა მომაგონა!

ერთმა მეფემ დაიჩემა:
– ღ მ ე რ თ ი ვარო!
და ვერც ვერავინ ეტყოდა რომ ღმერთი არა არის.
ჭკვიანი და კარგი ვეზირი ყავდა, ეახლა მეფეს და სთხოვა:
– რადგან შენ ღ მ ე რ თ ი ხარ, მე შენი
ა ნ გ ე ლ ო ზ ი ვიქნებიო!
იფიქრა, იფიქრა მან ღ მ ე რ თ მ ა და უბოძა ვეზირს ანგელოზობა!
გამოხდა ხანი.
უბრძანა მან ღ მ ე რ თ მ ა ნ თვისსა
ა ნ გ ე ლ ო ზ ს:
– მოდი ერთი ს ა ს წ ა უ ლ ი ვქმნათო!
მისმან ანგელოზმა მოახსენა:
– თუ მომისმენ, უცხო და კარგ სასწაულს გაქნევინებო!
– მიდიო!
დააცლევინა სასახლე და მეფის სახლები და სრულიათ ნეხვითა და
საქონელთა ფაშვითა და შიგნეულით აავსებინა…
ჩარაზეს კარნი…
ზაფხულის ჟამი იყო.
მეთერტმეტე დღეს მივიდნენ:
ჩვენი ს ა ს წ ა უ ლ ი ვნახოთო!
დააღეს კარი, ნახეს:
სულ ჭია, მატლი და ბუზი დახვეოდა და დია აყროლებულიყო…
მეფემ უთხრა თავის ვეზირს:
– ეს რა გვარი სასწაულიაო?
– შენ რომ ღმერთი ხარ და მე შენი ანგელოზი, ჩვენგან ესეც დიდი სასწაულიაო!
დღესაც ყარს!

წყარო:

მოულოდნელად სულხან-საბა ორბელიანის არაკი გამახსენდა!ამ უბრალო არაკმა რატომღაც ჩვენი ნაცისტების მართველობა მომაგონა!…

Опубликовано Robert Sturua Вторник, 11 августа 2020 г.