ფილიპინების პრეზიდენტი: მჯერა, რომ ვაქცინა, რომელიც რუსეთმა შექმნა, ნამდვილად სასიკეთოა მსოფლიოსთვის; მე ვიქნები პირველი, რომელზეც ექსპერიმენტი ჩატარდება

ფილიპინების პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე აცხადებს, რომ ის რუსულ ვაქცინას ენდობა და მზად არის ცდებში მოხალისედ ჩაერთოს.

 

ფილიპინების პრეზიდენტი: მჯერა, რომ ვაქცინა, რომელიც რუსეთმა შექმნა, ნამდვილად სასიკეთოა მსოფლიოსთვის; მე ვიქნები პირველი, რომელზეც ექსპერიმენტი ჩატარდება

„მე ვიქნები პირველი, რომელზეც ექსპერიმენტი ჩატარდება. მჯერა, რომ ვაქცინა, რომელიც რუსეთმა შექმნა, ნამდვილად სასიკეთოა მსოფლიოსთვის,“- აღნიშნა ფილიპინების პრეზიდენტმა.

როდრიგო დუტერტეს თქმით, რუსეთთან ურთიერთობის გამო მის ქვეყანას ვაქცინის მიწოდების კუთხით პრიორიტეტი ექნება.

შეგახსენებთ, გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგი პირველი ვაქცინა დაამტკიცეს.

“აიპიენი”