როგორ აღკვეთა პუტინმა ტერორიზმი ბესლანის ტრაგედიის შემდეგ

დღეს ბესლანის ტრაგედიიდან 16 წელი გავიდა. პუტინის პრეზიდენტობის პირველ წლებში რუსეთს ტერორიზმის საშინელმა ტალღამ გადაუარა. მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას მოსკოვში ფაშისტთა ბომბი არ ჩავარდნილა და ტერორისტებმა 21-ე საუკუნეში მოაწყვეს ,,ნორდოსტი”.

როგორ აღკვეთა პუტინმა ტერორიზმი ბესლანის ტრაგედიის შემდეგ

თითქოს საშველი არ ჩანდა და რუსეთი სამუდამო ტერორში და არეულობაში უნდა ჩაფლულიყო. იმ ტერორში, რომელსაც ამერიკის, თურქეთის და ევროპის სახელმწიფოები აფარებდნენ ხელს, კვებავდნენ, წვრთნიდნენ, აფინანსებდნენ…
ვისაც მაშინდელი დრო და მოვლენები კარგად ახსოვს, მას დღევანდელი გაყალბებული ისტორიის მოსმენა არ ჭირდება. როცა ტრაგედია ხდებოდა, ევრო-ამერიკა ხელს პუტინისკენ იშვერდა, აგინებდა, ლანძღავდა. თითქოს პუტინი ყოფილიყო ტერაქტის შემსრულებელი და ამ გაგანია საინფორმაციო ომში ნამდვილი ტერორისტები უყურადღებოდ რჩებოდა.

საქართველოს ანტირუსულ მთავრობას თავიდანვე კარგი ურთიერთობა ჰქონდა ჩეჩნეთის მთავრობასთან, რომელიც დასავლეთის მხარდაჭერით მოქმედებდა და ცდილობდა თავისუფლების მოპოვებას რუსეთის დაშლის ხარჯზე. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მთელი დასავლური მანქანა გადაერთო რუსეთის დაშლაზე. გამსახურდიამ კიდევაც აღიარა ჩეჩნეთის დამოუკიდებლობა. მას შესანიშნავი ურთიერთობები ჰქონდა ჯოხარ დუდაევთან, მის ოჯახთან და უახლოეს გარემოცვასთან. მაგრამ ეს ის დროა, როცა საბჭოთა ავიაციის გენერალი ჯოხარ დუდაევი ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა ტერორისტად. ის ამისგან იხსნა რუსეთის მართულმა ბომბამ. სამაგიეროდ დუდაევის უახლოესი გარემოცვა ჩამოყალიბდა ტერორისტებად და მათთან უკვე შესანიშნავ ურთიერთობას საქართველოს პრეზიდენტი შევარდნაძე აგრძელებდა.

მეოცე საუკუნის ბოლოს საქართველოში არალეგარულად გავრცელდა იგორ გიორგაძის ბროშურა. ბროშურა წარმოადგენდა შევარდნაძის მთავრობიდან დევნილი უშიშროების გენერლის გიორგაძის საგაზეთო ინტერვიუებს. ერთ-ერთ ინტერვიუში ის აღწერს შევარდნაძის დამოკიდებულებას ბასაევისადმი, თუ როგორ მიიღო საიდუმლოდ საპრეზიდენტო რეზიდენციაში უკვე რუსეთის მიერ ტერორისტად შერაცხული ბასაევი. როგორ უთათუნებდა ხელს ხელზე. გარდა ამისა, იქ ნათქვამი იყო, თუ რა მონდომებით შენდებოდა პანკისის ხეობაში ტერორისტებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა, საწვრთნელი ბაზები, გზები და ა შ. თუ როგორ დაუბრკოლებლად კვეთდნენ ტერორისტები საქართველოს საზღვარს. ანუ საქართველო ჩართული იყო რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე ომში.

პუტინის სიდიადე სამშობლოსადმი იმაში მდგომარეობს, რომ მან პასუხისგებაში მისცა ან მთლიანად გაანადგურა უკლებლივ ყველა საველე მეთაური. ზოგი რუსეთის ტერიტორიაზე და ზოგი კიდევ მის საზღვრებს გარეთ. მან იწინასწარმეტყველა, რომ დასავლეთი ასეთი დამოკიდებულებით ტერორისტებისადმი თვით საკუთარ ქვეყანაში მიიღებდა ტერაქტებს. მართლაც ყველაფერი ახდა. აილაგმა რუსეთის დაშლის მცდელობა. რუსეთის ქალაქები კვლავ უსაფრთხო ქალაქებად იქცნენ. ხოლო პარიზმა და ლონდონმა ტერორისტული შეტევა საკუთარ თავზე იწვნია.

ეს ჩემი მოთხრობა (იხ. აქ), რომელიც ბესლანის ტრაგედიას ასახავს, პირველად ვალერი კვარაცხელიამ დაბეჭდა თავის გაზეთ ,,პროკლამაციაში”. ჩვენ ოსებთან გვაკავშირებს ძმობა არა სიტყვით, როგორც ბევრ სხვას, არამედ გულით, სულით და მათი ტრაგედია ჩვენი ტრაგედიაცაა.

 

ირაკლი დოჭვირი