ევროკავშირის კაპიტულაცია ანუ რატომ იღიმის ლუკაშენკო ულვაშებში

ალექსანდრე ლუკაშენკოს შეუძლია, ულვაშებში კმაყოფილმა ჩაიღიმოს – “ევროპიდერასტიამ” კაპიტულაცია გამოაცხადა. კერძოდ, გაბოროტებული პოლშა-ლატვია-ლიტვას მოთხოვნა, რომ ბელარუსიის არჩეული პრეზიდენტის მიმართ სანქციები იქნას შემოღებული, ევროკავშირმა არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ გერმანული გაზეთი “Die Welt” იუწყება, ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.

ევროკავშირის კაპიტულაცია ანუ რატომ იღიმის ლუკაშენკო ულვაშებში

ლუკაშენკოს მიმართ სანქციების დაწესების წინააღმდეგ საფრანგეთი და იტალია, მაგრამ, განსაკუთრებით, გერმანია გამოვიდნენ. ბერლინში, პარიზსა და რომში აცხადებენ, რომ “მიუხედავად ყველა არსებული გარემოებისა, ლუკაშენკოსთან აუცილებელია კავშირის შენარჩუნება”, ვინაიდან, ამ დედაქალაქების აზრით, ლუკაშენკოს ჩართვა შავ სიაში მინსკთან დიალოგის სრულ შეწყვეტას გამოიწვევს.

აგვისტოს შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი განიხილავს 15-20 ბელარუსელი ჩინოვნიკის მიმართ სანქციების შემოღებას, მინსკში ანტისამთავრობო მიტინგების დარბევასთან დაკავშირებით. ჩინოვნიკებს უნდა აკრძალვოდათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა და ევროპული საბანკო სისტემით სარგებლობა. ევროკავშირს ბელარუსიის წინააღმდეგ შეზღუდვები შემოღებული ჰქონდა 2004 – 2016 წლებში, ადამიანის უფლებათა დარღვევის საბაბით. სანქციებით შეზღუდულ პირთა რიცხვმა 130-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2008 წელს ევროკავშირმა სანქციები გაყინა, თუმცა 2010 წელს ისევ ძალაში შეიყვანა, ვინაიდან 2010 წლის არჩევნებზე ლუკაშენკოს გამარჯვებით უკმაყოფილო დარჩა.

როგორც ვხედავთ, ისტორია გარკვეულწილად განმეორდა. ლუკაშენკოს ურყევი პოზიცია, დაიცვას თავისი ქვეყნის სუვერენიტეტი, დიდ უკმაყოფილებას იწვევს ევროკავშირის ქვეყნებში, პირველ რიგში, ბელარუსიის უშუალო სამეზობლოში – პოლონეთსა და ბალტიისპირეთში. პოლონეთსა და ლიტვას სურთ, აღადგინონ თავიანთი ისტორიული გავლენა ბელარუსიის ტერიტორიაზე და შეკვეცონ რუსეთის გავლენა. ბელარუსიაში საკუთარი რეჟიმის განვრცობით, პოლონეთი და ლიტვა ისტორიული რჟეჩ-პოსპოლიტას აღდგენას ცდილობენ, რომლის საზღვრები, ერთი პერიოდი, შავ ზღვას სწვდებოდა, მაშასადამე, თანამედროვე ბელარუსიის ტერიტორიასთან ერთად, უკრაინის ტერიტორიის დიდ ნაწილსაც მოიცავდა.

დღესდღეობით უკრაინა ტოტალურად დასავლეთის გავლენის ქვეშ არის მოქცეული და ამ გავლენაში პოლონური გავლენაც მოიაზრება. ისტორიული ქიშპობა პოლონელებსა და დასავლეთ უკრაინელებს შორის დავიწყებას არ მისცემია, იგი ისევ ღვივის და აუცილებლად იჩენს თავს მომავალში, მაგრამ ახლა, ამ ეტაპზე, მათ აქვთ თავიანთი ერთობლივი ნაციონალისტური ამოცანა, რომელსაც მხარს აშშ უჭერს – რუსეთის გავლენის დასრულება პოსტსაბჭოთა სივრცეზე, კერძოდ, ამ სივრცის ევროპულ ნაწილში. უკრაინის საშუალებით ამ ამოცანის განხორციელება ვეღარ გრძელდება, რადგან პუტინმა დროულად იმოქმედა ყირიმში, ასევე დახმარება აღმოუჩინა ამბოხებულ დონბასს. ამიტომ, დასავლეთის დარტყმის მთელი სიმძიმე ბელარუსიაზე გადავიდა. რა თქმა უნდა, არც გერმანია და საფრანგეთი არიან წინააღმდეგნი, რომ ლუკაშენკო დაამხონ და ბელარუსიაც ანტირუსულ პლაცდარმად გადაიქცეს, მაგრამ ისინი ბევრად უფრო მოზომილნი და ფრთხილნი არიან, ვიდრე პოლონეთი და ბალტიისპირა ჯუჯა სახელმწიფოები. დასავლეთ ევროპაში ზოგადად მეტი სიფრთხილით ეკიდებიან ასეთი ტიპის ფეთქებადსაშიშ პროექტებს და არც “რჟეჩ-პოსპოლიტას” აღდგენა სურთ. ამიტომაც, ეს პროექტი, ფაქტობრივად უკვე ჩაფლავდა.

ბერლინში 27-28 აგვისტოს გამართულ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე გადაწყდა, რაც შეიძლება მალე დასრულდეს სანქციების პროცედურა ბელარუსიის მიმართ. თუმცა ამერიკელები აგრძელებენ ზეწოლას ლუკაშენკოზე, რათა მან დათმოს თანამდებობა ვითომ-და “ფალსიფიცირებული” არჩევნების გამო. ამ პოზიციას აჟღერებს ეუთოში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი ჯეიმს გილმორი, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ევროპის ძირითადი, წამყვანი სახელმწიფოების დედაქალაქებში უკვე ვეღარ ღებულობს მხარდაჭერას. სავარაუდოდ, აშშ-ის პოზიციაც მალე შერბილდება.

დასავლეთი ეცდება, ლუკაშენკო გამოიყენოს რუსეთის წინააღმდეგ, როგორც ამის გაკეთებას ცდილობდა მთელი ამ წლების მანძილზე. ის ფაქტი, რომ ლუკაშენკოს მოსკოვში არაკეთილმოსურნეები ბლომად ჰყავს და მათ იმასაც მიაღწიეს, რომ ურთიერთობები მასსა და ვლადიმირ პუტინს შორის არაერთხელ დაიძაბა, ვერ ცვლის რუსეთსა და ბელარუსს შორის არსებულ ძმურ, მეგობრულ სახელმწიფოებრივ ურთიერთობებს. ლუკაშენკო არასოდეს გადადის წითელ ხაზებზე და არ არღვევს რუსეთთან სამოკავშირეო ურთიერთობებს. ბელარუსია ერთგული რჩებოდა და რჩება ერთობლივი თავდაცვითი სისტემის მიმართ ანუ ოდკბ-ის წევრად, ეს სახელმწიფო აქტიურად აგრძელებს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირსა და დსთ-ში თავის წევრობას, ლუკაშენკოს არც რუსეთთან სამოკავშირეო სახელმწიფოს მშენებლობაზე უთქვამს უარი.

აი ეს აღიზიანებს დასავლეთს და ეს აბრკოლებს “რჟეჩ-პოსპოლიტას” პროექტს. ლუკაშენკომ 26 წლის მანძილზე დაიცვა ისტორიულად ჯერ არარსებული სახელმწიფოს – ბელარუსიის სუვერენიტეტი, შექმნა თანამედროვეობაში ერთ-ერთი უნიკალური ეკონომიკური სისტემა მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არ მოიპოვება რაიმე მნიშვნელოვანი სასარგებლო წიაღისეული, ენერგოშემცველები, მადნები, ქვეყანას არ გააჩნია ზღვაზე გასასვლელი და ჩაკეტილია მტრულად განწყობილ პოლონეთს, ბალტიისპირეთსა და უკრაინას შორის.

ლუკაშენკოს მმართველობა, კონსტიტუციაში ცვლილების ფონზე გაგრძელდება. ბელარუსიაში მოიძებნება ლუკაშენკოს ადეკვატური შემცვლელიც, რომელიც მის პოლიტიკას გააგრძელებს და მეოთხედი საუკუნის მანძილზე აშენებულს არ დაანგრევს. ბელარუსია თავის სუვერენიტეტს არავის დაუთმობს. ამ პოლიტიკური კურსის სისწორის დასტური კიდევ ერთხელ მიიღო ლუკაშენკომ, ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების პოზიციის შერბილების სახით.