ტრამპის ახალი მრჩეველი-ეპიდემიოლოგი და რუსი აკადემიკოსი ერთ დასკვნამდე მივიდნენ – კორონავირუსი არ კლავს!

კორონავირუსების ოჯახი ითვლის დაახლოებით ოთხ ათეულ სახეობას, რომელთაგან 7 მათგანი ადამიანში იწვევს მწვავე რესპირატორულ დაავადებას, ძირითადად, გრიპს. ყველა დროში, ყოველ წელიწადს, იმ ადამიანთა შორის, ვინც გრიპით დაავადდა, მოიძებნებოდნენ ისეთები, რომლებსაც ეს გრიპი არა სხვა ვირუსებით, არამედ სწორედ კორონავირუსების გამო განუვითარდათ.

ტრამპის ახალი მრჩეველი-ეპიდემიოლოგი და რუსი აკადემიკოსი ერთ დასკვნამდე მივიდნენ - კორონავირუსი არ კლავს!

სკოტ ატლასი

 

უკვე დიდი ხანია, სამედიცინო სახელმძღვანელოებში წერენ, რომ კორონავირუსული ინფექცია, გრიპის ნებისმიერი სეზონური ეპიდემიის დროს, შემთხვევათა 4-იდან 9 პროცენტამდე შეადგენს. ეს კი ნიშნავს, რომ ანტისხეულების გამოვლენაზე ჩატარებული ყბადაღებული ტესტები რეაგირებენ კორონავირუსების ყველა სახეობაზე – როგორც ცნობილზე, ისე ახალზე – SARS-Cov-2 -ზე. შეერთებულ შტატებში გარდაცვლილ ადამიანებზე ჩატარებული ტესტების თანახმად აღმოჩენილი ანტისხეულები (რომლებითაც განისაზღვრებოდა, რომ ესა თუ ის ადამიანი დაავადებულია COVID-19-ით) მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ამ კონკრეტულ ადამიანს გარკვეული ხნის წინ გადატანილი ჰქონდა კორონავირუსული დაავადება (მაგრამ არა მაინცდამაინც COVID-19!).

სეზონური გრიპით მსოფლიოში ყოველ წელს ავადდება მილიარდამდე ადამიანი. აქედან 4-9% კორონავირუსიანი ნიშნავს 40-90 მილიონს. გამოდის, რომ თუკი წინა და იმის წინა წლებში ვინმეს მოსვლოდა თავში აზრად, ეშოვა ფული ტესტების წარმოებასა და კორონავირუსის ანტისხეულების დადგენაზე, რომ დაეტესტათ ყველა იმ მილიარდი ადამიანიდან, ვისაც გრიპის ჩვენებები აქვს, წინა და იმის წინა წლებშიც გავიგებდით, რომ დაავადდა 40-იდან 90 მილიონამდე ადამიანი.

2020 წლის სექტემბრის დასაწყისისთვის კი ჯერ 27 მილიონი კორონავირუსიანი ადამიანია გამოვლენილი. ჯერ ყველა არ არის დატესტილი და იმიტომ. ფულის შოვნა კიდევ შეიძლება!

ახლა ისევ ამერიკას მივუბრუნდეთ და გავიხსენოთ, რომ 12 აგვისტოს პრეზიდენტმა ტრამპმა პუბლიკას წარუდგინა ეპიდემიის საკითხებში თავისი ახალი მრჩეველი, ექიმი-ნეირორადიოლოგი, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი სკოტ ატლასი – ე. წ. ლოკდაუნის კატეგორიული მოწინააღმდეგე, ასევე ვაქცინაციისა და ნიღბების ტარების აუცილებლობის მოწინააღმდეგე. დოქტორმა ატლასმა თავისი საუბარი დაიწყო ამგვარად: „ეს დაავადება უფრო ნაკლებ საშიშია, ვიდრე სეზონური გრიპი“.

საინტერესოა, ამაზე რას იტყვიან დასავლეთუმეები? მათთვის ხომ მხოლოდ დასავლეთში არსებობენ ავტორიტეტები, იქნება ეს მედიცინა თუ ცხოვრების ნებისმიერი სხვა დარგი. თუმცა რუსეთშიც იმავეს ამბობენ რიგიანი ექიმები. აი რა დაწერა ივნისის დასაწყისში „სამედიცინო გაზეთში“ («Медицинская газета» ) რუსმა აკადემიკოსმა ვლადიმირ სერგიევმა, რომელიც 10 წლის მანძილზე (1977-1988 წლებში) ხელმძღვანელობდა სსრკ-ის ჯანდაცვის სამინისტროს საკარანტინო ინფექციების მთავარ სამმართველოს:

„ჩემს ხელთ არსებული მონაცემების რეზიუმირების შედეგად შემიძლია ვთქვა, რომ ობიექტურად, კორონავირუსი SARS-CoV-2 არ განეკუთვნება იმგვარ პათოგენებს, რომლებსაც მაღალი ეპიდემიური პოტენციალი ახასიათებთ და მოსახლეობის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნიან. ამიტომ, გატარებულ დრაკონულ შემზღუდავ ღონისძიებებს არ გააჩნიათ სამედიცინო დასაბუთება და უფრო დამანგრეველნი არიან, ვიდრე თავად დაავადება“.

ტრამპის ახალი მრჩეველი-ეპიდემიოლოგი და რუსი აკადემიკოსი ერთ დასკვნამდე მივიდნენ - კორონავირუსი არ კლავს!

ვლადიმირ სერგიევი

 

ის მონაცემები, რომლებსაც ამერიკელი ექიმი ატლასი და რუსი ექიმი სერგიევი იყენებენ, არ გახლავთ საიდუმლო, ისინი ხელმისაწვდომია. დამატებით გავეცნოთ ბრიტანელი სწავლულების შეფასებებს, რომლებიც გამოქვეყნდა ჟურნალში „The Lancet Infectious Diseases“ :

სტატიაში ნათქვამია, რომ კორონავირუსით დაავადებისას ჰოსპიტალიზაციის რისკი 0-9 წლის ბავშვებში პრაქტიკულად არ არსებობს, ხოლო 10-19 წლის მოზარდებში ეს რისკი 0,1 პროცენტის ტოლფარდია. 20-29 წლის ზრდასრულებში ეს მაჩვენებელი 1 პროცენტს შეადგენს, 30-39 წლისებში – 3,4 პროცენტს, 40-49 წლის ასაკიანთა შორის – 4,3 პროცენტს, 50-59 წლის ადამიანებში – 8,2 პროცენტს, 60-69 წლის ასაკიანებს ეს რისკი 11,8 პროცენტამდე ეზრდებათ, 70-79 წლის ასაკში კი საავადმყოფოში მოხვედრის რისკი 16,6 პროცენტის ტოლია. 80 წელზე ზევით ასაკის მოხუცებში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მაქსიმალურია და 18,4 პროცენტის ნიშნულს უტოლდება.

39 წლამდე და უფრო ახალგაზრდა პაციენტებისთვის სიკვდილის რისკი თითქმის ნულის ტოლია, 40-49 წლის ასაკში – 0,2 პროცენტი, 50-59 წლისანთა შორის სიკვდილის რისკი 0,6 პროცენტია, 60-69 წლისებში 2 პროცენტს აჭარბებს, 70-79 წლის ასაკში 4,3 პროცენტია, ხოლო 80 წლის ზევით – 7,8 პროცენტს შეადგენს.

ამ სტატიის მიზანს წარმოადგენს, ქართველი მკითხველი იხსნას პანიკისაგან და მავნე სტრესისგან, რასაც მსოფლიოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილთან ერთად, ქართველებსაც ახვევენ თავს. აქვე მივუთითებთ, რომ არანაირი ინფექცია არ არის სასურველი და სასიამოვნო, ნებისმიერ დაავადებას შეუძლია, მოულოდნელი კვალი დატოვოს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამიტომ, სიფრთხილე, ჰიგიენა, ყურადღებით ყოფნა – ცხოვრების წესად უნდა ჰქონდეს თითოეულ ადამიანს.