უკრაინლების აზრით, სააკაშვილმა რეფორმების ნაცვლად უკრაინას, მხოლოდ სკანდალები მოუტანა

Obozrevatel-მა მიხეილ სააკაშვილის შესახებ კიდევ ერთი ფილმი გადაიღო. უკრაინელი ჟურნალისტები ყვებიან, რომ სააკაშვილმა იმედი გაუცრუა ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელმაც ის თანამდებობაზე დანიშნა.

 

უკრაინლების აზრით, სააკაშვილმა რეფორმების ნაცვლად უკრაინას, მხოლოდ სკანდალები მოუტანა

ვალერი ტომვაჩის და ოლეგ დეინეკას ინფორმაციით, უკმაყოფილოები არიან პრეზიდენტის ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ წარმომადგენლებიც, რადგან, სააკაშვილმა რეფორმების ნაცვლად ქვეყანას, მხოლოდ სკანდალები მოუტანა.

ფილმში, რომელიც სააკაშილის უკრაინულ საქმეებს სწავლობს, პოლიტიკოსები და ბიზნესმენები იმაზე საუბრობენ, რომ დარწმუნებულები არიან, რომ რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი ახლანდელ თანამდებობასაც პირადი კეთილდღეობისა და გამდიდრებისთვის იყენებს.

საგამოძიებო ფილმში ნათქვამია, რომ სწორედ კორუფცია და თანხების მითვისება იყო მიხეილ სააკაშვილის მთავარი ინტერესი ოდესაშიც. მან გაასხვისა მიწები, ოდესის საზღვაო სადგურის მრავალმილიონიანი რეკონსტრუქციისთვის გამოყოფილ ფული კი სპეციალურად დარეგისტირებულ კომპანიებში ირიცხებოდა.

ფილმში ასევე საუბარია იმაზე, რომ სააკაშვილის განცხადებების მიუხედავად, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო, მას ქვეყნის პრემიერის პოსტს არ სთავაზობდა. კერძოდ ამის შესახებ რადის ყოფილი დეპუტატი, გენად მასკალი ყვება.

„პრეზიდენტ პოროშენკოს არასოდეს შეუთავაზებია სააკაშვილისთვის პრემიერის პოსტი. ეს სიცრუეა. ერთადერთი რაც შესთავაზა, ოდესის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტი იყო, თუმცა იქაც ყველაფერი ჩააფლავა. სამსახურში არ დადიოდა, არაფერს აკეთებდა და ამის გამო გაათავისუფლეს, – ყვება მასკალი.

საგამოძიებო ფილმის ყურადღების ცენტრში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ძვირადღირებული უძრავი ქონებაც მოხვდა. გამომძიებელი ჟურნალისტები ყვებიან, რომ სააკაშვილმა ოდესის ისტორიულ ნაწილში 75 ჰექტარი მიწა გაასხვისა, სადაც მისმა მეგობარმა ბიზნესმენმა საცხოვრებელი კორპუსები ააშენა, სააკაშვილმა კი ამ კორპუსის ბოლო სართულზე, ზღვის ხედით და დიდი ვერანდით პენტჰაუსი მიიღო. როდესაც, მისი ფეშენებელური სახლის შესახებ ხმები გავრცელდა, ოფიციალური განცხადებით ქონების არსებობა სააკაშვილმა უარყო, ორი თვის შემდეგ კი ახალმოსახლეობის ვიდეო სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა.