დღეის მდგომარეობით, პენიტენციურ დაწესებულებებში არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

პენიტენციური სამსახური – დღეის მდგომარეობით, პენიტენციურ დაწესებულებებში არც პატიმრებში და არც თანამშრომლებში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა!

დღეის მდგომარეობით, პენიტენციურ დაწესებულებებში არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

“15 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა ყალბი ინფორმაცია, თითქოს N8, (გლდანის) პენიტენციურ დაწესებულებაში ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც ბრალდებულების სასამართლო პროცესზე მიყვანა დაგვიანდა“, – ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

„ტელეკომპანიამ ინფორმაცია ადვოკატ გაიოზ ჩარკვიანზე დაყრდნობით გაავრცელა, რომელმაც განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით რამდენიმე თანამშრომელი კარანტინშია გადაყვანილი. სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე. დღეის მდგომარეობით პენიტენციურ დაწესებულებებში არც პატიმრებში და არც თანამშრომლებში კოვიდ-19-ის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. აღსანიშნავია, რომ პენიტენციური სისტემის ყველა თანამშრომელი ორ კვირაში ერთხელ PCR ტესტირებას გადის, რაც სხვა პრევენციულ ღონისძიებებთან ერთად სისტემის კოვიდ ვირუსისგან დაცვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ამასთან, სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან“ – აღნიშნულია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

წყარო: cyc.ge