ლიეტუვამ საერთაშორისო კანონი დაარღვია, როდესაც სვეტლანა ტიხანოვსკაია ბელარუსის ლიდერად აღიარა-ბელარუსის პარლამენტი

მეზობელმა ლიეტუვამ საერთაშორისო კანონი დაარღვია, როდესაც 10 აგვისტოს სვეტლანა ტიხანოვსკაია ბელარუსის ლიდერად აღიარა, – „როიტერსის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ბელარუსის პარლამენტის ზედა პალატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

 

ლიეტუვამ საერთაშორისო კანონი დაარღვია, როდესაც სვეტლანა ტიხანოვსკაია ბელარუსის ლიდერად აღიარა-ბელარუსის პარლამენტი

ბელარუსი კანონმდებლების განცხადებით, ამ ნაბიჯის გადადგმით ლიეტუვა “საღი აზრის ფარგლებს გასცდა” და ბელარუსის საშინაო საქმეებში აშკარად ჩაერია.

შეგახსენებთ, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ლიეტუვას შეაფარა თავი.

“აიპიენი”