“ნოვიჩოკი” აშშ-ს შეიარაღებაზე ერიცხებოდა, თუმცა მათი თქმით, მასზე მხოლოდ რუსეთს მიუწვდება ხელი

მიუხედავად იმისა, რომ აშშ “ნოვიჩოკზე” და მის მსგავს მომწამვლელ ნივთიერებებზე  70-იანი წლებიდან მუშაობდა და საკმაოდ შედეგიანადაც, ამერიკული მხარე აქტიურად უარყოფს  საკუთარ არსენალში მის არსებობას, განსაკუთრებით კი, ნავალნის შესაძლო მოწმავლის  ფაქტის რუსეთზე გადაბრალების კონტექსტში – განსაკუთრებით.

 

 "ნოვიჩოკი" აშშ-ს შეიარაღებაზე ერიცხებოდა, თუმცა მათი თქმით, მასზე მხოლოდ რუსეთს მიუწვდება ხელი

რუსი ოპოზიციონერის, კრემლის ლიდერის მთავარი ოპონენტის ალექსეი ნავალნის მოწამვლას თავხედურ თავდასხმას უწოდებს ამერიკელი სენატორი რონ ჯონსონი და აცხადებს, რომ ქიმიურ იარაღ „ნოვიჩოკზე“ მხოლოდ რუსეთის ფედერაციას მიუწვდება ხელი.

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, ჯერ კიდევ 2018 წელს, ოფიციალურად განაცხადა, რომ ნივთიერება, რომელსაც დასავლეთში «Новичок»-ს უწოდებენ, აშშ-ს შეიარაღებაზე ერიცხებოდა. მისი თქმით, ვილ მირზაიანოვი, რომელმაც ეს ნივთიერება შექმნა, მუდმივსაცხოვრებლად აშშ-ში გადაბარგდა და იქ გამოაქვეყნა «Новичок»-ის ფორმულა.

 

კონსტანტინე ჩიკვილაძე