ვლადიმირ პუტინი: „ბელარუსები თავად უნდა გაერკვნენ ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაში“

სოჭში რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა.

 

ვლადიმირ პუტინი: „ბელარუსები თავად უნდა გაერკვნენ ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაში“

-„ბელარუსები თავად უნდა გაერკვნენ ქვეყნის შიგნით შექმნილ სიტუაციაში. ჩვენ გვსურს, ბელარუსი ხალხი თავად, გარე წნეხისა და კარნახის გარეშე მშვიდ რეჟიმში და დიალოგის მეშვეობით გაერკვიოს ამ სიტუაციაში და საერთო გადაწყვეტილებამდე მივიდეს.

მიზანშეწონილად მიმაჩნია, ალექსანდრე ლუკაშენკოს ინიციატივა, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

დარწმუნებული ვარ, თქვენი პოლიტიკური გამოცდილებიდან გამომდინარე მუშაობა ამ მიმართულებით უმაღლეს დონეზე განხორციელდება, რაც ქვეყნის პოლიტიკურ სისტემას განვითარების ახალ შესაძლებლობებს მისცემს“, –  განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრისას.

“თვალსაზრისი”