რუსეთის სამხედრო სწავლების „კავკასია 2020“ აქტიური ფაზა  შავ ზღვაზე, აფხაზეთში გაიმართება

სამხედრო სწავლების „კავკასია 2020“-ის აქტიური ფაზა ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მეშვიდე სამხედრო ბაზის მონაწილეობით, 24-25 სექტემბერს გაიმართება.

 

რუსეთის სამხედრო სწავლების „კავკასია 2020“ აქტიური ფაზა  შავ ზღვაზე, აფხაზეთში გაიმართება

ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკს“ აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ხელმძღვანელის მოადგილემ ვადიმ კამკიამ განუცხადა.

მისი თქმით, წვრთნების განმავლობაში, აფხაზეთს წარმოადგენს სამხედრო-საჰაერო ძალები, სპეცდანიშნულებისა და მოტომსროლელთა შენაერთები.

სწავლება 21-26 სექტემბრამდე პერიოდში სამხრეთის სამხედრო ოლქში გაიმართება, რომელსაც რუსეთის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ვალერი გერასიმოვი უხელმძღვანელებს. სწავლება შავ და კასპიის ზღვებშიც არის დაგეგმილი. სამხედრო წვრთნებში 80 ათასი ადამიანი მიღებს მონაწილეობას, მასში ჩართული იქნება 250 ტანკი და 450 სამხედრო მანქანა, 200-მდე საარტილერიო სისტემა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები. სწავლება ორ ეტაპად გაიმართება.

“აიპიენი”