ეროვნული ვალუტა 0.0129 პუნქტით გამყარდა …

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.3203 ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.3332 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0129 პუნქტით გამყარდა.

ეროვნული ვალუტა 0.0129 პუნქტით გამყარდა ...

1 ევროს შეძენა კი 3.8708 ლარად არის შესაძლებელი. პარასკევს 1 ევრო 3.8812 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით 0.0104 პუნქტით არის გამყარებული.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 28 სექტემბერს დაადგინა, ხვალიდან, 29 სექტემბრიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.3152 ლარი ღირს.

წყარო: report.ge