გიორგი გახარია – “არჩევნები ჩატარდება მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში”

ინფიცირების შემთხვევების ზრდა მოსალოდნელი იყო, მოსახლეობას წესების დაცვისკენ მოვუწოდებთ.

გიორგი გახარია - "არჩევნები ჩატარდება მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში"

ხელისუფლების მიზანია, არჩევნები მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს და ეს ასეც იქნება. ოპოზიციის შანსები როგორ შევაფასო, საერთოდ არ არის ეს ჩემი საქმე. მოგეხსენებათ, არჩევნები ტარდება სრულიად ახალი, უფრო დემოკრატიული პრინციპით. ამიტომ, ჩვენი მთავარი მიზანია, არჩევნები ჩატარდეს მშვიდ, წყნარ, დემოკრატიულ, ღია, ტრანსფარანტულ გარემოში, ეს ასეც იქნება და ეს ყველას ძალიან კარგად გვესმის!

პანდემია არჩევნებს ხელს ვერ შეუშლის. ყოველთვის ვამბობდით, მეორე ტალღა იქნება, ეს ხომ არ არის სიახლე, ყოველთვის ვამბობდით, მარტივი წესები უნდა დავიცვათ. დღეს განვითარებულ მსოფლიში პირბადეზე, დისტანაციის დაცვაზე და სხვა ელემენტარული ჰიგიენურ წესებზე უკეთესი პრევენცია ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ჯერ ვერავინ ვერ მოიგონა. ამიტომ, ეს წესები უნდა ჩვენც დავიცვათ” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

წყარო: tvalsazrisi.ge