ინტერვიუ ჟიული შარტავას მეუღლესთან – “ხელი დამიქნია და წავიდა” – /ვიდეო/

ინტერვიუ ჟიული შარტავას მეუღლესთან – “ხელი დამიქნია და წავიდა” – /ვიდეო/

ინტერვიუ ჟიული შარტავას მეუღლესთან - "ხელი დამიქნია და წავიდა" - /ვიდეო/

“იმედი”-ს ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოს ეროვნულ გმირ ჟიული შარტავას მეუღლე, ლია შარტავასთან.

1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, ჟიული შარტავა დახვრიტეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ, ჟიული შარტავამ აფხაზეთის ომის დროს არ დატოვა სოხუმი, ბოლომდე იცავდა მას სეპარატისტებისაგან.

ჟიული შარტავა:

– “ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე შეგვიძლია და თუ სიკვდილი გვიწერია, არც ეს უნდა იყოს დიდი ტრაგედია. ისეთი ბიჭები იხოცებიან, ძნელია ამის შემყურემ სიცოცხლეზე იფიქრო. რას იზამ, ბედისწერას ვერ გაექცევი”.

დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე. მინიჭებული აქვს „დიდგორისა” და „ვახტანგ გორგასლის” პირველი ხარისხის ორდენები, 2004 წელს კი ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

ქედს ვიხრით ეროვნული გმირის წინაშე და პატივს მივაგებთ ჟიული შარტავას ხსოვნას.

წყარო: tvalsazrisi.ge