“შარლი ებდოს” ოფისთან თავდამსხმელის ვიდეოს პოლიცია სწავლობს …

საფრანგეთის პოლიცია ვიდეოს სწავლობს, სადაც პარიზის ქუჩაში მოქალაქეებზე ხორცის დანით თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი განცხადებას აკეთებს. თავდასხმა “შარლი ებდოს” ყოფილ ოფისთან 25 სექტემბერს მოხდა. დანით შეიარაღებული პირი, რომელიც წარმოშობით პაკისტანელია, თავს დაესხა შენობიდან მოსაწევად გამოსულ ადამიანებს და ორი მათგანი მძიმედ დაიჭრა. მოძალადე ქუჩაში მალევე დააკავეს.

"შარლი ებდოს" ოფისთან თავდამსხმელის ვიდეოს პოლიცია სწავლობს ...

ვიდეოში ეჭვმიტანილი თავის თავს ზეჰირ ჰასან მეჰმუდად მოიხსენიებს და აცხადებს, რომ კარიკატურული ჟურნალის ხელახლა გამოცემის შემთხვევაში იგი შურს იძიებს. სამართალდამცავები თქმით, ვიდეო ეჭვმიტანილის ტელეფონში იპოვეს.

ზეჰირ ჰასან მეჰმუდი ვიდეოში აცხადებს, რომ იგი სულიერი მოძღვრის ილიას ქარდის მიმდევარია. ქარდი არაძალადობრივი ორგანიზაცია Dawat-e-Islami-ის დამფუძნებელი სუნიტი სასულიერო პირია. იგი აცხადებს, რომ რელიგიის შეურაცხმყოფელი პოლიციას უნდა გადაეცეს, თუმცა, თუ ვინმე ემოციურ ნიადაგზე შურისძიებას გადაწყვეტს, ის კანონით არ უნდა ისჯებოდეს.

ჟურნალმა “შარლი ებდო”, რომლის სატირა მიმართულია რელიგიური ფანატიზმის წინააღმდეგ, წინასწარმეტყველი მუჰამედის არა ერთი კარიკატურა გამოაქვეყნა. ამ ფაქტს მუსლიმური სამყაროს მწვავე რეაქცია, ექსტრემისტების მხრიდან კი ორი ტერორისტული აქტი მოჰყვა. 2015 წლის 14 იანვრის ტერაქტს „შარლი ებდოს“ 10 თანამშრომელი და პოლიციის 2 ოფიცერი ემსხვერპლა, 10-ზე მეტი კი დაშავდა. მას შემდეგ ჟურნალმა ოფისი შეიცვალა და საიდუმლო ადგილას გადავიდა. გასული კვირის 25 სექტემბერს, ტერაქტის ორგანიზებაში 14 ეჭვმიტანილის სასამართლო პროცესის დაწყების დღეს, ჟურნალმა ნომერი ხელახლა გამოუშვა, რასაც მორიგი ტერაქტი მოყვა.

წყარო: report.ge