სომხეთმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა

სომხეთის ხელისუფლება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს და სთხოვს, მიუთითოს აზერბაიჯანის სახელმწიფოს სასმართლოს რეგლამენტის 39-ე წესით შემდეგი:

 

სომხეთმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა

„შეწყვიტოს სამხედრო თავდასხმა მთიანი ყარაბაღის და სომხეთის შეიარაღებულ ძალებზე საზღვრის მთელ პერიმეტრზე; შეწყვიტოს შერჩევითი თავდასხმები; შეწყვიტოს თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე, სამოქალაქო ობიექტებსა და დასახლებულ პუნქტებზე.

სასამართლოს ინფორმაციით, ამ დროისთვის სომხეთის მოთხოვნა დამუშავების პროცესშია. ცნობილია, რომ რეგლამენტის 39-ე წესით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შეუძლია მიუთითოს დროებითი ზომები ევროპული კონვენციის მონაწილე ნებისმიერ ქვეყანას ადამიანის უფლებების შესახებ.

დროებითი ზომები – ეს არის სასწრაფო ზომები, რომლებიც სასამართლოში არსებული პრაქტიკით, გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საშიშროება

“აიპიენი”