თურქეთის თავდაცვის მინისტრი – მოვითხოვთ, სომხეთმა სხვა ქვეყნებიდან გადაბირებული მებრძოლები და ტერორისტები აზერბაიჯანის ტერიტორიიდან უკან გაიყვანოს

თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუს აკარი აცხადებს, რომ სომხეთმა აზერბაიჯანის მიწებიდან შეიარაღებული ძალები უნდა გაიყვანოს.

 

თურქეთის თავდაცვის მინისტრი - მოვითხოვთ, სომხეთმა სხვა ქვეყნებიდან გადაბირებული მებრძოლები და ტერორისტები აზერბაიჯანის ტერიტორიიდან უკან გაიყვანოს

„მეტიც, სომხეთმა სხვადასხვა უცხო ქვეყანიდან გადაბირებული მებრძოლები და ტერორისტები უკან უნდა გაიყვანოს, ჩვენ ამას მოვითხოვთ,“- აღნიშნა ჰულუსი აკარმა.

ცნობისათვის, მანამდე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების დაღუპულ წარმომადგენლებს შორის, სირიიდან და შუა აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებიდან სომეხი წარმოშობის დაქირავებული მებრძოლების ცხედრები აღმოაჩინეს.

“აიპიენი”