ვლადიმირ პუტინი: ჩვენ არასდროს ვერევით მეზობლების და საერთოდ სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში, თუმცა ამავე დროს…

რუსეთი არასდროს ერევა  მეზობლების და საერთოდ სხვა ქვეყნების, საშინაო საქმეებში, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყირგიზეთის პრეზიდენტ სოორონბაი ჟეენბეკოვთან შეხვედრაზე განაცხადა.

 

ვლადიმირ პუტინი: ჩვენ არასდროს ვერევით მეზობლების და საერთოდ სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში, თუმცა ამავე დროს...

შეხვედრაზე ყირგიზეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების წინ „სხვადასხვა ძალები გააქტიურდნენ”, რომლებიც ეწინააღმდეგებიან სტაბილურობას და განვითარებას და საფრთხეს უქმნიან რესპუბლიკის სუვერენიტეტს.

„იცით, რომ ზოგადად, ჩვენ არასდროს ვერევით ჩვენი მეზობლების და საერთოდ სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში, თუმცა ამავე დროს ჩვენ მხარს ვუჭერთ მცდელობებს, რომლებიც სიტუაციის სტაბილიზაციას ისახავს მიზნად და ასევე სრულყოფილ დიალოგს ყველა პოლიტიკურ ძალას შორის.  ყოველთვის მხარს ვუჭერთ მოქმედი ხელისუფლების მცდელობას, დაასტაბილუროს სიტუაცია “, – აღნიშნა პუტინმა.

ყირგიზეთში საპარლამენტო არჩევნები 4 ოქტომბერს ტარდება.