ყარაბახის მოვლენები  აშშ-ის სტრატეგიულ ინტერესებში შედის, რუსეთზე მუდმივი ზეგავლენის მოხდენის მიზნით- რევაზ კილასონია

ისმის კითხვა-ვის სტრატეგიულ ინტერესებში შედის ყარაბახის მოვლენები?

 

ყარაბახის მოვლენები  აშშ-ის სტრატეგიულ ინტერესებში შედის, რუსეთზე მუდმივი ზეგავლენის მოხდენის მიზნით- რევაზ კილასონია

რუსეთის?! ცალსახად არა, იმიტომ რომ სიტუაციის უფრო გამწვავების შემთხვევაში, პირდაპირი ჯახი მოუწევს თურქეთთან, რაც არალოგიკურია თურქეთის დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით. იცის, რომ თურქეთ-აშშ/დასავლეთის ურთიერთობა, ფაქტიურად სამხედრო დაპირისპრიებამდეა მისული, ეს კი რუსეთს აძლევს ხელს, თურქეთის “დახმარებით”, დასავლეთის გავლენა ახლო-აღმოსავლეთში შეზღუდოს/შეამციროს, რაც მისი სტრატეგიული ინტერესია.

შედის ეს დაპირისპირება თურქეთის ინტერესებში?! ასევე ცალსახად არა, როგორც აღვნიშნე, სიტუაციის გამწვავება- რუსეთთან ომს ნიშნავს, რაც დასავლეთთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე, ასევე არალოგიკური და “უპერსპექტივოა”.(თურქეთს, რუსეთთან ომებში, ყოველთვის დასავლეთი უმაგრებდა ზურგს, რისი იმედიც ახლა ვერ ექნება). ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ეს შედის აზერბაიჯანის ინტერესებში-“ცდილობს დაიბრუნოს ოკუპირებული ტერიტორიები”, თუმცა ეს მოცემულობა ნაკლებად სავარაუდოა, რადგან როგორც აზერებმა, ისე სომხებმაც იციან, საკუთარი თანაბარი სამხედრო შესაძლებლობების შესახებ და სხვა, “უფროსი ძმის”დახმარების გარეშე “წარმატებას” რომ ვერ მიაღწევენ.

სომხეთის ინტერესში კი ეს კონფლიქტი საერთოდ არ შედის, მათი ინტერესია სტატუსქვოს შენარჩუნება.

მაშინ ისმის კითხვა, ჩემი აზრით ლოგიკური, ვის სტრატეგიულ ინტერესშია, მთლიანად კავკასიაში, რუსეთის გარშემო, ცხელი წერტილების არსებობა?აქაც ჩემი ცალსახა პასუხი იქნება, რომ ეს შედის აშშ-ის სტრატეგიულ ინტერესებში, რუსეთზე მუდმივი ზეგავლენის მოხდენის მიზნით. ანუ ცხელი წერტილების არსებობა კავკასიაში და არამარტო, პირდაპირ კავშირშია ამერიკის ინტერესებთან, რომ მოიხსნას ეს “პრობლემა”, დაუშვათ ჩვენ რომ აღვიდგინოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, ამერიკის გავლენები იმ დღიდანვე 0-მდე დაეცემა, ამიტომაც, მათი სტრატეგიული ამოცანაა, ამ ცხელი წერტილების შენარჩუნება ანუ აფხაზეთი და სამაჩაბლო რომ არ შევიდეს ჩვენს იურისდიქციაში.

ჩვენ ახლა ვიფიქროთ იმაზე, რა უფრო ჯობია ჩვენთვის, ამერიკის სტრატეგიული ინტერესების ობიექტად ყოფნა, თუ რეალური ნაბიჯების გადადგმა, რეგიონში სტაბილურობის და მშვიდობის აღსადგენად. ამერიკაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, მგონი იდეალური დროა ამაზე დასაფიქრებლად.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი,   რევაზ კილასონია