სატიტულო ერი მშვიდობას და არა სომხოფობიას უნდა ამკვიდრებდეს! – დავით ჩხარტიშვილი

XX საუკუნის უდიდესი ადამიანი მერაბ მამარდაშვილი წერდა – „როდესაც იცავ აფხაზის, სომეხის, ოსის ღირსებას, იცავ საკუთარ ღირსებას, სვაგვარად ჩემთვის არ არსებობს ქართველის მაღალი ცნება“…

სატიტულო ერი მშვიდობას და არა სომხოფობიას უნდა ამკვიდრებდეს! - დავით ჩხარტიშვილი

რას მოვაყოლე ეს და, ვხედავ, თუ როგორ აღვივებენ შუღლს გარკვეული წრეები; „პატრიოტიზმს“ და „წყენას“ ამოფარებული ატარებენ მოსაზრებას, რომ სომეხი – ჩვენი მტერია, დასტურად კი რუკები, ცალკეული სომეხი მარგინალის თუ დაბალი სოციალური პასუხისმგებლობის ქალის გამოხტომები მოჰყავთ, ასევე აფხაზეთში ბაგრამიანის ბატალიონის ნამოქმედარი… სიტყვაზე – არის, განა არ არის ნეგატიური მომენტები ჩვენს ურთიერთებებში – მაგრამ (!) არის უფრო მეტი დადებითი მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრების ისტორიიდან და ჩვენს პოლიტიკურ სიმპატია-ანტიაპატიაზეა ამა თუ პარტიის მიმართ დამოკიდებული თუ როგორ ვრეაგირებთ ხოლმე… სუბიექტურია-მეთქი. საქმე იმაშია, რომ ჩვენი რეაქციები მათზე განპირობელია ფაქტების თავისებური ინტერპრეტაციით, რომელიც თავის მხრივ ჩვენი მსოფლმხედველობიდან იკვებება.

ახლა კი ამ მსოფლაღქმის გენეზისზე ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ; უფრო ზუსტად – იმ კატეგორიის, ვინც გამოირჩევა ზეაქტურობით სომხოფობიაში: ესენია ზვიადისტები, მიშისტები, შავრაზმელები, რუსოფობები, ნეოლიბერალები, ნაციონალისტები და თურქოფილები – სპექტრი ფრიად ფართო და პოლარიზებული, როგორც თავად  ჩვენი საზოგადობა. ხშირად კომბინირებული ვერსიები გვხვდება მათში – მაგალითად, „ზვიადისტი ლიბერალი“, ან „ნეოლიბერალი რუსოფობი“ და ა.შ., ნუ გიკვირთ, უკვე წლებია, ვიქეცით ლამის ლაბორატორიად მრავალი ქვეყნის სპეცსამსახურისთვის – ძალზე დიდი ფულია დახარჯული ექსპერიმენტებზე. შეხედეულებების მწყობრი სისტემები არ არსებობს… სხვადასხვა სკოლის, ტრენდის, ფობიის გაღვივებაზე, ქართველებისთვის არაორგანული მიდრეკილებების იმპლემენტაციაზე ზრუნავდა მრავალი გავლენის აგენტი, რომელსაც საქართველოს ისტორიის უახლეს ეტაპზე “ერის მამებად” გვიხატავდა ანგაჟირებული მედია.

ასე, რომ ჰიბრიდები, რომელიც ბუნებაში წმიდა სახით არ გვხვდება, ჩვენში მრავლადაა წარმოდგენილი ამ მუტანტი პერსონაჟებით. მათი ეს შეხედულებების სისტემა და გონში აჯაფსანდალი განმსაზღვრელია ასეთი ქცევის… ანუ მათ გააჩნიათ რეალობის აღქმის საკუთარი „კონცეფციები“, რომელსაც უსადაგებენ ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებს. ბედის ირონიაა, რომ ამას “პატრიოტიზმის” სახელით აკეთებენ… იმის მაგიერ, როგორც სახელმწიფოს წარმომქნელი, სატიტულო ერის წარმომადგენელები, ამკვიდრებდნენ მშვიდობას და მაღლა იდგნენ ცალკეულ ნეგატიურ ფაქტებზე, ისინი ცდილობენ ამ ფაქტების ჰიპერტროფირებას.

წინდაუხედავი, ყოვლად მიუღებელი ქცევაა ეს კარგი და შეგნებული საქართველოს მოქალაქეებისთვის! დაუშვებელი სატიტულო ერის წარმომადგენლებისთვის (90-ანებმა ნათლად დაგვანახა ასეთი ქცევის შედეგები), მით უფრო, რომ ამას ისინი აკეთებენ ერთადერთი მიზნით, რათა გაამყარონ საკუთარი შეხედულებები, მათ მარტივ გონებაში არსებულ და ერთადერთ სწორ ვერსიას მიუსადაგონ მიმდინარე მოვლენები და არამც და არამც ირჯებიან ქვეყნისთვის. თუმცაღა, როგორც აღვნიშნე, ამავე დროს, ქვეყნის ინტერესებს არიან ამოფარებულნი, ამ დროს კი, სწორედ რომ სომხებია ერთ-ერთი იმ გასაღებითაგანი, რომელიც კარს შეგვიღებს აფხაზეთში, სხვას რომ თავი გავანებოთ … ამავე დროს ვისარგებლებ შემთხვევით და უდიდეს პატივისცემას დავუდასტურებ აზერბაიჯანელ ხალხსაც – მშვიდობას ვუსურვებ ორივე მხარეს და არაყოლას ათასი ჯურის დაინტერესებულ პროვოკატორზე ან უბრალოდ ბეცზე ამ სივრცეში.

 

დავით ჩხარტიშვილი,

„ფეისბუკი“