რუსოფობული პროპაგანდა საქართველოს განზრახ დაღუპვის ტოლფასია – კ. ჩიკვილაძე

თუ ხართ დაკვირვებული, ამ პირტიტველა ღლაპებს, ყოვლად გამოუცდელ და მიმნდობ ახალგაზრდებს წამდაუწუმ  რომ დაატარებენ საზღვარგარეთ,  ე.წ გადამზადების კურსებზე, თუ სხვა უამრავი ოფიციალურად გაცხადებული მიზეზით?!

რუსოფობული პროპაგანდა საქართველოს განზრახ დაღუპვის ტოლფასია - კ. ჩიკვილაძე

სინამდვილეში მათ გადაბირების კურსებზე დაატარებენ, ამზადებენ სხვა ქვეყნის დავალებების უპირობოთ შესასრულებლად, ანუ იბირებენ აგენტებად, თუ გავლენის აგენტებად, რაც გინდათ დაარქვით  და ორ-სამ თვეში ჩამოდიან “ტვინითგადაჭედილ-გავსებულები”, სხვადასხვა წოდებებით აღჭურვილები  და  მინისტრობასაც გამოკრავენ ხოლმე ხელს,მეტადრე სხვა თანამდებობებზე ინიშნებიან! ასე  ივსებოდა და  დღესაც ივსება მიკრობებივით  გავრცელებული  არასამთავრობოები „სოროს-კმარას“ ჯიშის აგენტურით, რაშიც სამწუხაროდ, არასამთავრობოებს, არც სახელმწიფო  სტრუქტურები ჩამორჩება! ასე და ამრიგად, გადაივსო ქვეყანა „ფულგადახდილ-თანამდებობობაშეთავაზებული“ უცხო ქვეყნის აგენტურით, რომლებსაც თავის მხრივ  ერთადერთ უმთავრეს მოვალეობათ და ფუნქციად  რუსეთის სხვადასხვა ბრუნვაში და სხვადასხვა ფორმით თუ ვარიაციით ძაგებას და შეურაცხყოფას მიიჩნევენ! მით უმეტეს, რომ მათი ეს პოზიცია, გაუთვითცნობიერებელი თუ ახალგაზრდა ადამიანისთვის ლოგიკურ ჯაჭვშიც ადვილად თავსდება: „რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები“ , ეს ხომ ყოველ მეორე წინადადებად არის „ნაკურთხი“ ამ ქვეყანაში.  შესაბამისად, ვინც რუსეთს აგინებს, „პატრიოტი“ და „ერისკაცია“…მერე რა რომ საქმეში ჩახედული და კომპეტენტური პიროვნებები კარგად შიფრავენ,  დასავლეთის კაბინეტებში დაგეგმილ და ჩაფიქრებულ, ამ მრავალსვლიან კომბინაციას და თავში იცემენ ხელებს, რამეთუ სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილი მსგავსი დამოკიდებულება მეზობელი რუსეთის მიმართ, ხომ საქართველოს გეოპოლიტიკურ  ჩიხში შეყვანის საუკეთესო საშუალებაა, აკი დავდივართ 30 წელი ამ მოჯადოებულ წრეზე как белка в колесе. მაგრამ ეს რეალობა და სიმართლე ბევრისთვის, კი არა და ძალიან ბევრისთვის, მიუწვდომელია და გაუგებარი, ბევრისთვის კი აპრიორი „რუსული ნარატივიაა“, რადგან  არც ერთი მედიასაშუალება თუ ტელევიზია ამ თემას არ აშუქებს და დროს არ უთმობს, ამდენი ათწლეულის მანძილზე, ამ ტემას ტაბუ ადევს, ასეთ ადამიანებს „რუსეთუმეებს“,  „კრემლის აგენტებს“ უწოდებენ და ჩასარეცხ მასად მოიხსენიებს, ეს თავად,მართლაც, დასავლეთის შტატიანი აგენტურა.

არასამთავრობოებში, ისევე როგორც ზოგადად ქვეყანაში, უცხო ქვეყნის აგენტურის გამოვლენა და დაკავება არის უშიშროების სამსახურის პირდაპირი მოვალეობა, მაგრამ  ცხადია ეს არ სრულდება, რადგან  მარიონეტ, სხვა ქვეყნის ინტერესების გამტარებელ  ქვეყანაში, პატრონის ანუ „მუსიკის დამკვეთის“  მიერ სათავისოდ გადაბირებული აგენტურა, ხომ  “წმინდათა წმინდას” კატეგორიას მიეკუთვნება და ხელშეუხებელია სახელმწიფო დონეზე.

მოკლედ რომ ვთქვათ, ბუტაფორიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც სახელმწიფო დონეზე მიმდინარეობს „ვითომ ევროპული ტიპის“ დამოუკიდებლობანას თამაში, ამას თან ახლავს ასევე  ბუტაფორიული: „ვითომდემოკრატიის“ თამაში,  ლგბტ-ს და სხვა გაუგებარი  უფლებების დაცვის პრიორიტეტულობით, ყველას უფლებების დაცვით, გარდა თვით საქართველოს და მისი გონიერი ნაწილის უფლებებისა, შესაბამისად ამ ქვეყნად კანონს ძალა არა აქვს, კანონი კანონობს შერჩევითად, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონი საქართველოში არ კანონობს!

პლატონის ცნობილი ფრაზა – „მე ვხედავ იმ სახელმწიფოს მოახლოებულ დაღუპვას, სადაც კანონს არ გააჩნია ძალა და ვინმეს ძალაუფლების ქვეშ იმყოფება“, ეხება ჩვენს მდგომარეობას. საქართველოში კანონი არა თუ ვინმეს ძალაუფლების ქვეშაა, არამედ ეს „ვინმე“ ქვეყნის გარეთ არის და უცხო ძალას წარმოადგენს (ოღონდ, არა რუსეთს). გამოდის, რომ კანონი ჩვენთან ორმაგად ვერ კანონობს და საქართველოს ჯერ კიდევ არშემდგარი სახელმწიფოებრიობის დაღუპვა დროის ამბავია.

მაგრამ არა მხოლოდ სახელმწიფოებრიობა იღუპება, არამედ ქართველობა, როგორც ერთობლიობა, ერი. ეს ისევ და ისევ ახალგაზრდების ამ გადაბირებით და მათი გამოთაყვანებით ხდება. ანტირუსული პროპაგანდა ბევრ ისეთ ელემენტს შეიცავს, რომელიც ძირს უთხრის მათში რელიგიისადმი, სამხედრო საქმისადმი, ყოველგვარი ტრადიციულისადმი ინტერესსა და ერთგულებას ანუ ყოველივე იმას, რასაც იგივე პლატონი ბავშვების აღზრდის ფუნდამენტურ საფუძვლად მიიჩნევდა.

ამ შემთხვევაში, დიდ ფილოსოფოსს, პლატონს, ვიხმობთ იმის საჩვენებლად, რომ ის ფასეულობები, რომლებზეც დღეს მიდის შეტევა რუსოფობული პროპაგანდის გზით, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, უნივერსალური, ყველა დროსა და ქვეყანაში აქტუალურია.

ასე, რომ ან ამ მწარე და უმძიმეს რეალობას თვალს თვალში გავუსწორებთ და ვაღიარებთ, ან როგორც ამბობენ: „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“ და გავაგრძელებთ 30-წლიან მოჯადოებულ წრეზე სიარულს, ოღონდ ნუ დაგავიწყდებათ, რომ  წრეზე დავდივართ და არა წინ, საქართველოს ნათელი და ბედნიერი მომავლისკენ!

 

   იურისტი, ქართულ-რუსული ურთიერთობების სპეციალისტი

                                                                                       კონსტანტინე ჩიკვილაძე