ქართველები უმადურობისთვის ისჯებიან – სტალინის ძეგლი არაკონტროლირებად ტერიტორიაზე დაიდგმება

საქართველოში – სტალინის სამშობლო გორში, ქართველებმა დაუშვეს, რომ ვიგინდარებს უდიდესი ქართველის ძეგლი მოეპარათ. ვითომ გული შესტკივათ, მაგრამ ამდენ ხნის მანძილზე ძეგლი თავის ადგილზე ვერ დააბრუნეს. ესაა ჩვენი საზოგადოების თვალთმაქცობისა უმადურობის კიდევ ერთი მაგალითი – საკუთარი ისტორიის მიმართ უმადურობის.

ქართველები უმადურობისთვის ისჯებიან - სტალინის ძეგლი არაკონტროლირებად ტერიტორიაზე დაიდგმება

მაგრამ, ქართულ მიწაზე მაინც აღიმართება სტალინის ძეგლი. ოღონდ, ამას ოსები იზამენ, ქართველების მიერ ვერკონტროლირებად ტერიტორიაზე – ცხინვალში. როგორც ცნობილი გახდა, ძეგლი რუსეთის თავისუფალი ჭიდაობის მთავარი მწვრთნელის, ძამბოლატ თედეევის ხარჯებით აღიმართება. ძეგლის სიმაღლე 3 მეტრი იქნება. მოედანი, რომელზეც ძეგლი აღიმართება, სტალინის სახელობის იქნება.

ოსებს სტალინი ოსი ჰგონიათ, ყოველ შემთხვევაში, უნდათ, რომ ოსი იყოს. მიუხედავად ამისა, არც იმას ივიწყებენ, რომ სტალინს მაინც ქართული სისხლი და აღზრდა ჰქონდა – დედის მხრიდან მაინც.

შეგახსენებთ, რომ ოსების ამჟამინდელი პრეზიდენტის, ბიბილოვის გადაწყვეტილებით, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ცხინვალს ოფიციალურ დოკუმენტებში სტალინირად მოიხსენიებენ.

ასეთია ისტორიის სასჯელი, სასჯელი უმადურობისთვის. ქართველები ვერ აკონტროლებენ ცხინვალს, თორემ იქაც ლიბერასტების ჭკუაზე იქნებოდა ყველაფერი, როგორც დანარჩენ საქართველოშია.