დაკეტვა და აკრძალვები ალბათ აღარ იქნება …

“დაკეტვა და აკრძალვები, როგორც პირველ ეტაპზე გვქონდა, გამორიცხულია, აღარ იქნება” – ამის შესახებ თბილისის მერმა კორონავირუსის მზარდ სტატისტიკასთან დაკავშირებით განაცხადა.

დაკეტვა და აკრძალვები ალბათ აღარ იქნება ...

კახა კალაძის თქმით, ადამიანებმა საკუთარი თავის დასაცავად პირბადე უნდა გამოიყენონ, რადგან ეს პრევენციისთვის საუკეთესო საშუალებაა.

“ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ხშირია წვეულებები, სხვადასხვა ტიპის შეკრებები. ეს ყველაფერი თავიდან უნდა ავირიდოთ, მაქსიმალურად თავი შევიკავოთ, თუმცა დაკეტვა და აკრძალვები, როგორც პირველ ეტაპზე გვქონდა, გამორიცხულია, აღარ იქნება. ხელი უნდა შევუწყოთ ეკონომიკის განვითარებას და ყველაზე მთავრი, უნდა მივეჩვიოთ ერთმანეთის და საკუთარი თავების დაცვას. ამიტომ ყველგან და ყოველთვის ყველაზე მაგარი დაცვა არის პირბადის ტარება. ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, იქნება ეს საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ბარში თუ სუპერმარკეტში შესვლის დროს, ყველამ უნდა ვატაროთ პირბადე” – განაცხადა კალაძემ.

წყარო: report.ge