ვლადიმირ პუტინი: რუსეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო მეორე ვაქცინა დაარეგისტრირა

რუსეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო მეორე ვაქცინა დაარეგისტრირა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

 

ვლადიმირ პუტინი: რუსეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო მეორე ვაქცინა დაარეგისტრირავლადიმირ პუტინი: რუსეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო მეორე ვაქცინა დაარეგისტრირა

„ნოვოსიბირსკის ცენტრმა „ვექტორმა“ კორონავირუსის საწინააღმდეგო მეორე რუსული ვაქცინა „ეპივაკკორონა“ დაარეგისტრირა. რამდენადაც ვიცი, გზაშია კიდევ მესამე ვაქცინა, რომელზეც ჩუმაკოვის სახელობის ცენტრი მუშაობს“, – აღნიშნა პუტინმა მთავრობის წევრებთან შეხვედრისას.

როგორც რუსეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, ტატიანა გოლიკოვამ შეხვედრისას აღნიშნა, ამ ვაქცინის რეგისტრაციის შემდგომი კლინიკური ცდები რუსეთის სხვადასხვა რეგიონში 40 000 მოხალისეზე ჩატარდება და პირველი პარტია – 60 000 დოზის მოცულობით, უახლოეს პერიოდში იწარმოება.

შეგახსენებთ, რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა „სპუტნიკ V” 11 აგვისტოს ოფიციალურად დაამტკიცა.

“აიპიენი”