რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი ყირიმის უკანონო ანექსიას არასდროს აღიარებს

თურქეთი არასდროს აღიარებს ყირიმის უკანონო ანექსიას, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე.

 

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი ყირიმის უკანონო ანექსიას არასდროს აღიარებს

„თურქეთი განაგრძობს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის პოლიტიკური ერთიანობის მხარდაჭერას“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი უკრაინას წამყვან ქვეყანად მიიჩნევს რეგიონში სტაბილურობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით.

“იმედი”