“კობახიძე–მდინარაძის წყალობით, დღეს, მწამებლები და მკვლელები აქეთ უყენებენ  ოცნებას ბრალდებებს”

კობახიძე – მდინარაძის “კლასტერის” ბრძოლა სააკაშვილ – ბოკერიებთან არ ცდება საბრიფინგო სივრცეს !!!

 

"კობახიძე–მდინარაძის წყალობით, დღეს, მწამებლები და მკვლელები აქეთ უყენებენ  ოცნებას ბრალდებებს"
ჩვენ გვეუბნებიან, რომ ნაციონალური მოძრაობა ჩადიოდა უმძიმეს დანაშაულს.
სააკაშვილ – ბოკერიას _ მმართველობა რეჟიმად არის გამოცხადებული, მაგრამ ჯერჯერობით, მხოლოდ ზეპირად.
გვახსენებენ რეჟიმის მიერ ჩადენილ არაერთ მძიმე დანაშაულს.
გვახსენებენ რეჟიმის პოლიტპატიმრებს.
გვახსენებენ ადამიანების წამებას და ამასთან სახელმწიფოს ღალატს, რომელსაც არაერთხელ ჰქონდა ადგილი წინა რეჟიმის ლიდერებისგან.
მიუხედავად ამისა კობახიძე – მდინარაძის ოცნება ხელს არ აკარებს, არცერთ დამნაშავეს.
პატრიოტთა ალიანსის ბრძოლა, რომ არა 30 კაცსაც კი არ დაიჭერდნენ, არათუ რეჟიმის იდეოლოგებს, რომლებიც დღეს აქეთ გვიკითხავენ მორალს და გვიწესებენ სტანდარტებს.
კობახიძე – მდინარაძის დამსახურებით დღეს, მწამებლები და მკვლელები აქეთ უყენებს ქართულ ოცნებას ბრალდებებს.
მედიის დამარბეველი და ჟურნალისტების მდევნელი ძალა დღეს ჟურნალისტურ სტანდარტებს გვიწესებს და “მეინსტრიმ” მედიის დღის წესრიგს ადგენს.
ახალგორის, კოდორის და 150 -ქართული სოფლის ჩამბარებელი თანაოკუპანტები დღეს, ხელისუფლებას ადანაშაულებს, ტერიტორიების დათმობაში და რუსეთთან ფარულ გარიგებებში.
ქართულ ოცნებას სააკააშვილთან და ბოკერიასთან ბრძოლა მოჩვენებით მხოლოდ ეკრანებიდან შოუს ნაწილად რომ არ ექცია,
პარლამენტს დღეს პატრიოტთა ალიანსის რეზოლუცია მიღებული ექნებოდა და დამნაშავეები დასჯილი იქნებოდნენ.
დამნაშავეების დასჯის ნაცვლად კი სახელმწიფოში მდინარაძე – კობახიძის შერჩევითი სამართალი და კოჰაბიტირებულ სუფრასთან მჯდომი მდინარაძე – სააკაშვილ – კობახიძე – ბოკერია მივიღეთ.
დანამა … დანამა … დანამა …

ირაკლი ჯანყარაშვილი

“თვალსაზრისი”