„აშშ-ს ამოცანაა არ დაუშვას პრორუსულად (ეროვნულად) განწყობილი პოლიტიკური ძალის შემოსვლა ქართული პოლიტიკის ლეგიტიმურ სივრცეში“

,,ქართული ოცნება,,  როგორც კოალიცია არის იმდენად ეკლექტური გაერთიანება, ამ კოალიციაში შემავალ პოლიტიკურ ძალთა ინტერესები იმდენად განსხვავდება ერთმანეთისაგან და იმდენად განსხვავებული ფასეულობები და ორიენტირები აქვთ, რომ პრაქტიკულად ხელუსუფლებას ჩამოუყალიბდა სუსტი ეფექის მქონე მმართველობითი ვერტიკალი.

 

„აშშ-ს ამოცანაა არ დაუშვას პრორუსულად (ეროვნულად) განწყობილი პოლიტიკური ძალის შემოსვლა ქართული პოლიტიკის ლეგიტიმურ სივრცეში“

„ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივი პოლიტიკის მიმართ ხელისუფლების მხრიდან არასაკმარისმა და სუსტმა რეაგირებამ, ,,ქართული ოცნების“ რეიტინგის კლება გამოიწვია.

„ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ მყისიერი, ეფექტური სამართლებრივ-პოლიტიკური სვლების განხორციელების შემთხვევაში, მისი როგორც პოლიტიკური ძალის ან საერთოდ დაშლას, ან მის კატასტროფულ დასუსტებას გამოიწვევდა. ხოლო  „ნაციონალური მოძრაობის“ გამოთავისუფლებულ ნიშას აუცილებლად დაიკავებდა ბევრად ქმედითი, სუფთა ბეგრაუნდის მქონე ოპოზიციური ძალა, რომელთანაც ბრძოლა ,,ქართულ ოცნებას ბევრად გაუჭირდებოდა. ამიტომ ნაციონალების რევანშისა და შურისძიების საფრთხის ფაქტორი, ეს არის პოლიტკური ბრენდი, რომელიც ,,ქართულმა ოცნებამ“ მარკეტინგულად წარმატებით გაყიდა.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის უპირველესი სტრატეგიული ამოცანაა ქართული პოლიტიკის  კანონიერ, ლეგიტიმურ ველში არ დაუშვას ე.წ. ,, პრორუსული,“(უფრო სწორედ ეროვნული)   ანუ რუსეთთან მშვიდობიანი, თანასწორუფლებიანი პარტნიორულ საწყისებზე ურთიერთობების აღდგენის მომხრე  პოლიტიკური ძალის შემოსვლა.

NDI–ის კვლევების შედეგად, როგორც მოგეხსენებათ ევრაზიულ კავშირში საქართველოს გაწევრიანების მომხრე ელექტორატმა 32% შეადგინა, რამაც ოფიციალური ვაშინგტონი სერიოზულ საგონებელში ჩააგდო. ამოცანა შემდეგში მდგოამრეობს: რადაც არ უნდა დაუჯდეს სახელმწიფო დეპარტამენტს, მათ უნდა უზრუნველყონ ის, რომ არ დაუშვან ქართულ პოლიტიკაში ე.წ. „პრორუსულმა“  პოლიტიკურმა ძალამ მოიპოვონ კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი. არ გადალახოს ამ პოლიტიკურმა ძალამ 7%-იანი ბარიერი.

ამერიკული პოლიტტექნოლოგიის თანახმად, როდესაც მათ ამა თუ იმ სტარეგიულ ინტერესებში მყოფ ქვეყანაში ე.წ. ,,დასავლური იდეალებისადმი“  იმედგაცრუება მატულობს, უნდა შეიქმნას და დაფინანსდეს გაურკვეველი მორალურ-პოლიტიკური კრედოს, გაურკვეველი საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციისა და გაურკვეველი ბიოგრაფიის მქონე ბევრი, წვრილ-წვრილი ე.წ. სამ-ოთხ კაციანი პოლიტიკური ძალები. მსგავსი პოლიტიკური ძალები უპირველეს ყოვლისა, მოიტანს იმ შედეგს, რომ ერთის მხრივ ამომრჩეველს გახდის არაკონსოლიდირებულს, ჩამოუყალიბებელს და დაბნეულს, ხოლო მეორეს მხრივ ელექტორატს წაართმევს შედარებით მაღალი რეიტინგისა და პოტენციალის მქონე პარტიებს.

ჩემი პირადი აზრია და არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ საკმაოდ მაღალია ალბათობა „ნაციონალური მოძრაობა“ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა კვლავ შეანარჩუნებინოს ,,ქართულ ოცნებას”,  როგორც რანგით მეორე ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ძალა.

დათო  გოგიშვილი