ევროკავშირი არ არის ადეკვატური  მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შეფასებაში, რითაც კანონგარეშე აყენებს თავს- ლავროვი

დასავლეთი მოსკოვის დასჯას მისი დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის გამო ცდილობს, ბოლო დროს კი შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის დედაქალაქმა რუსეთის განვითარების შეფერხების მიზნით ძალისხმევა გააორმაგეს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ხორვატიულ გაზეთ Vecernji List- თან ინტერვიუში განაცხადა.

 

ევროკავშირი არ არის ადეკვატური  მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შეფასებაში, რითაც კანონგარეშე აყენებს თავს- ლავროვი

 

„სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ბოლო დროს ვაშინგტონმა და ევროკავშირის რიგმა დედაქალაქებმა გააორმაგეს თავიანთი ძალისხმევა, რომ შეაჩერონ რუსეთის განვითარება; ისინი ცდილობენ დაგვსაჯონ დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკისთვის, ჩვენი ეროვნული ინტერესების თანმიმდევრულად დაცვისთვის. ევროკავშირი არ არის ადეკვატური  მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შეფასებაში, რითაც კანონგარეშე აყენებს თავს, ”- განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, თავიანთი ქმედებების გასამართლებლად დასავლეთის ქვეყნები რუსეთს „უსაფუძვლო ბრალდებებს“ უყენებენ.

„თავიანთი ქმედებების, მათ შორის ანტირუსული სანქციების გასამართლებლად, დასავლეთის სახელმწიფოები ფაქტებისა და მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე რუსეთს ბრალდებებს უყენებენ და ცილს წამებენ,“- განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, რუსეთის ყველა შეთავაზება დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით დასავლეთის მხრიდან რეაგირების გარეშე რჩება.