“კადაფის წინასწარმეტყველება:მათ ხმელთაშუაზღვისპირეთის გაკონტროლება სურთ, შემდგომ- ევროპას შეესევიან“

ლიბიის ლიდერი მუამმარ კადდაფი ტონი ბლერს აფრთხილებდა, მომავალში ისლამისტების ევროპაზე შემოსევის შესახებ – აღნიშნული ფაქტი, ცნობილი გახდა ბრიტანული პარლამენტის მიერ გამოქვეყნებული საბუთებიდან.

"კადაფის წინასწარმეტყველება:მათ ხმელთაშუაზღვისპირეთის გაკონტროლება სურთ, შემდგომ- ევროპას შეესევიან“

პარლამენტში აღიარებენ, რომ კადდაფი დასავლეთის პოლიტიკოსებზე მეტად გამჭრიახი აღმოჩნდა. „ლიბიის ლიდერი მუამმარ კადდაფი აფრთხილებდა დიდი ბრიტანეთის ექს-პრემიერ ტონი ბლერს ევროპისთვის ისლამური ექსტრემიზმის საშიშროების შესახებ.

ეს ცნობილი გახდა ორი ბრიტანელი პოლიტიკოსის სატელეფონო საუბრის გაშიფვრის შემდეგ, რომელიც დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა გამოაქვეყნა,“- წერს გამოცემა The Telegraph.

გავიხსენოთ დონალდ ტრამპის სიტყვებიც: „ხუსეინი და კადდაფი დღეს ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ, მსოფლიო უკეთესი იქნებოდა“.

2011 წლის 25 თებერვალს, როცა ლიბიას მასიური არეულობები დაატყდა თავს, კადდაფი ბლერს უხსნიდა რომ მისი მიზანია ლიბიის დაცვა „ალ-ქაედას“ ბოევიკებისგან!!!

„ ჩვენ მათ არ ვესხმით, პირიქით, ისინი გვესხმიან თავს. მინდა სიმართლე გითხრათ. ეს სიტუაცია არც ისე ჩახლართულია, ყველაფერი ძალიან მარტივი გასაგებია: ორგანიზაცია „ალ-ქაედა“ ჩრდილო აფრიკაში თავის „მძინარე უჯრედებს“ მასიურად აყალიბებს, ზუსტად ისევე, როგორც 11 სექტემბრის წინა პერიოდში ახდენდა აშშ-ში. ისინი (ჯიხადისტები) მასიურად ყიდულობენ იარაღს და ხალხს შიშის ზარს სცემენ: ადამიანები სახლებიდან ვერ გადიან….ჟურნალისტები რეალურ სურათს ვერ გადმოსცემენ, აქ არ არიან უცხოელი კორესპონდენტები. ჩვენ ვთხოვდით მსოფლიოს ყველა რეპორტიორს ჩამოსულიყვნენ ჩვენთან და ენახათ სიმართლე საკუთარი თვალით….. აქ, მასიურად, ყველგან, შეიარაღებული ბანდებია, რომლებთანაც რაიმე სახის მოლაპარაკება შეუძლებელია. მათ სურთ ხმელთაშუაზღვისპირეთის გაკონტროლება, შემდგომ კი ევროპას შეესევიან“,- აფრთხილებდა მუამმარ კადდაფი ტონი ბლერს.

Daily Mail: ტონი ბლერი მუამარ კადდაფის გადარჩენას ცდილობდა

ამ საუბრიდან სამი კვირის შემდეგ, დასავლურმა კოალიციამ, დიდი ბრიტანეთის ჩათვლით, დაიწყო ლიბიაზე ავიადარტყმების განხორციელება, რამაც საბოლოო ჯამში მუამმარ კადდაფის ჩამოგდება გამოიწვია, წერს The Telegraph.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ტონი ბლერმა ამ პერიოდში ორჯერ დაურეკა კადდაფის და სთხოვა დაეტოვებინა ლიბია.

„როგორც ჩანს, კადდაფის წინასწარმეტყველებები ახდა: მისი ჩამოგდების შემდგომ ლიბიამ კრახი განიცადა და როგორც ადრე, იქ კვლავ სამოქალაქო ომი მძინვარებს. ქვეყნის დიდ ნაწილს ისლამისტი ექსტრემისტები აკონტროლებენ, რომლებიც დაკავშირებულნი არიან დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“. მათ, როგორც ცნობილია, პარიზში ტერაქტებიც მოაწყვეს

საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ კრისპინ ბლანტმა განაცხადა, რომ ლიბიის მოვლენების გამოძიების ფარგლებში კომიტეტი აუცილებლად განიხილავს კადდაფის წინასწარმეტყველებას. მისი თქმით, ამ დროისთვის ხელთ არსებული მტკიცებულებები მეტყველებენ იმაზე, რომ დასავლეთელი პოლიტიკოსები კადდაფიზე ნაკლებად გამჭრიახები გამოდგნენ ინტერვენციის რისკებთან მიმართებაში, როგორც ლიბიელი ხალხის, ასევე დასავლეთის ინტერესების მიმართ,“- წერს გამოცემა.

მასალა თარგმნა და მოამზადა კონსტანტინე ჩიკვილაძემ