“ჩვენ ვერ შევეგუებით ქუთაისის ძარცვას!” – აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული დაწესებულებების დაბრუნებას ითხოვენ

“ჩვენ ვერ შევეგუებით ქუთაისის ძარცვას!” – ასეთი შინაარსის პოსტერები გამოჩნდა ყოფილი საპარლამენტო ქალაქის, ქუთაისის, ქუჩებში.

"ჩვენ ვერ შევეგუებით ქუთაისის ძარცვას!" - აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული დაწესებულებების დაბრუნებას ითხოვენ

პოსტერებზე ჩამოთვლილია პარლამენტი და ყველა ის საჯარო დაწესებულებები – სემეკი, კონტროლის პალატა, საავტომობილო გზების დეპარტამენტი – რომლებიც “ქართულმა ოცნებამ” ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ქუთაისს ჩამოართვა.

მოძრაობა “დატოვე პარლამენტი ქუთაისში” არჩევნებამდე კიდევ ერთხელ მოუწოდებს ქუთაისელებს, მხარი დაუჭირონ მხოლოდ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებმაც ქუთაისში პარლამენტის დაბრუნების პირობა დადეს.

წყარო: mtavari.tv