“დაძინებას ისევ ვერ ვახერხებ, თავს ვერ ვპატიობ…” – რას ნანობს ჯაბა ბოჯგუას დედა?…

26 ოქტომბერს მომღერალ ჯაბა ბოჯგუას გარდაცვალებიდან ორმოცი დღე გავიდა. მომღერალი 12 წლიანი კომის შემდეგ 17 სექტემბერს გარდაიცვალა.

"დაძინებას ისევ ვერ ვახერხებ, თავს ვერ ვპატიობ..." - რას ნანობს ჯაბა ბოჯგუას დედა?...

ჯაბას დედა, მანანა გვასალია Prime ამბებს ესაუბრა და თავისი გასაჭირი გაანდო.

“არ მძინავს, სულ ჯაბას სახე მელანდება. მის არ ყოფნას ვერ ვეჩვევი. თავს ცუდად ვგრძნობ. ოთახში შემოვდივარ, ჯაბა მელანდება. მისი ფოტოების გარემოცვაში ვცხოვრობ.

ნევროზი მაქვს, ფეხები მაწუხებს და როგორც იქნა, ექიმთან გახლდით. აქამდე ამისთვის ვერ ვიცლიდი.

სახსრების ანთება აღმომაჩნდა. წლების მანძილზე ფეხზე ვიდექი, ჯაბას თავთან. ნევროზიც მაქვს, წამლები დამინიშნეს, მაგრამ დაძინებას ჯერ ვერ ვახერხებ. თავს იმ 15 წუთიან ჩაძინებას ვერ ვპატიობ, რომლის დროსაც ჯაბა ცოცხალი აღარ დამხვდა… ასეთ ტკივილში ვცხოვრობ.

მადლობა ყურადღებისთვის, გაიხარეთ…” – ამბობს მანანა გვასალია.

წყარო: newposts.ge