“ხორუმის ჰანგებით, გავიმარჯვებთ ყველა მიმართულებით” – გახარია

პრემიერმინისტრმა ბათუმში ახალი სტადიონი გახსნა. გიორგი გახარია ამბობს, რომ პანდემიის პირობებში საქართველოს მთავრობა ხსნის სტადიონებს, საზღვაო აკადემიებს და აშენებს გზებს.

"ხორუმის ჰანგებით, გავიმარჯვებთ ყველა მიმართულებით" - გახარია

გამოწვევით სავსე, პანდემიის პერიოდში, ჩვენ ვხსნით და ვაშენებთ ახალ სტადიონებს, ახალ საზღვაო აკადემიებს, ვაგრძელებთ ქვეყნის გაზიფიცირებას, ვაშენებთ გზებს და ეს ყველაფერი კეთდება ჩვენი მოქალაქეებისთვის – თქვა გახარიამ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

პრემიერის განცხადებით, ბათუმის ახალი სტადიონი ხორუმის აქცენტებით აშენდა:

ხორუმი არის სიმბოლო ქართული მებრძოლი ხასიათის და მინდა იცოდეთ, რომ ჩვენ ყველანი ერთად, ჩვენი მომავლისთვის ვიბრძოლებთ ამ ხორუმის ჰანგებით, გავიმარჯვებთ ყველა მიმართულებით, დავამარცხებთ კოვიდსაც, ეპიდემიასაც, ეკონომიკურ კრიზისსაც, ჩავატარებთ არჩევნებსაც და ყველანი ერთად, აქ, სავსე ტრიბუნებით ვიზეიმებთ ჩვენი ფეხბურთელების გამარჯვებას” – განაცხადა პრემიერმა

წყარო: mtavari.tv