მე ვარ შინაგან საქმეთა მინისტრი, სადაც მინდა, იქ ვივილი და “აჩოტებს” არ გაბარებ არავის – ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ბათუმში ჩავიდა. უცნობია, თუ რას უკავშირდება მისი აჭარაში ვიზიტი, ამას არც თავად აკონკრეტებს, მეტიც – როდესაც ჟურნალისტი მას კითხვით მიმართავს, რა მიზნით იმყოფება ბათუმში, ის ჩვეული ნარატივით პასუხობს და აცხადებს, რომ არავის ჩააბარებს ანგარიშს:

მე ვარ შინაგან საქმეთა მინისტრი, სადაც მინდა, იქ ვივილი და "აჩოტებს" არ გაბარებ არავის - ვახტანგ გომელაური

“მე მინდა ბათუმში წავალ, მინდა სამცხეში, მინდა კახეთში, მე ვარ შინაგან საქმეთა მინისტრი და მე თქვენ არ ჩაგაბარებთ “აჩოტებს”, სად ვივლი და სად არა” – განაცხადა გომელაურმა.

რაც შეეხება ზუგდიდის სპეცოპერაციის საქმეს, მინისტრი აცხადებს, რომ ამის თაობაზე უკვე არა ერთი კომენტარი გააკეთა და ახლიდან საუბარს არ აპირებს.

წყარო: newposts.ge