რუსეთთან ურთიერთობებში ნდობის აღდგენის გარეშე ევროპაში უსაფრთხოება უზრუნველყოფილი ვერ იქნება- ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ რუსეთთან ნდობის თანდათანობითი აღდგენაა საჭირო. ამის შესახებ საფრანგეთის ლიდერმა ესტონეთის პრემიერ-მინისტრთან, იური რატასთან შეხვედრის შემდეგ  განაცხადა.

 

რუსეთთან ურთიერთობებში ნდობის აღდგენის გარეშე ევროპაში უსაფრთხოება უზრუნველყოფილი ვერ იქნება- ემანუელ მაკრონი

„ევროპაში უსაფრთხოება უზრუნველყოფილი ვერ იქნება რუსეთთან ურთიერთობებში ნდობის თანდათანობითი აღდგენის გარეშე. ამ მიმართულებით ჩვენი ინიციატივების მიზანი ევროპის უსაფრთხოება და სტაბილურობაა“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ემანუელ მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთთან ამგვარ დიალოგს ფართო დღის წესრიგი აქვს.

„უსაფრთხოების გამოწვევები იზრდება. ამის ბოლო მაგალითები ბელარუსში და მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარებაა“, – დასძინა მან.