ახალი რევოლუციის მოლოდინში: “იძულებული ვარ, მთავრობის ნაცვლად ორიოდე სიტყვა ვუთხრა ქართველ ამომრჩეველს”

ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“… “ქართული” ოპოზიციის ლიდერები არ გამოირჩევიან ჭკუითა და ინტელექტით, ამიტომ ბიძინა ივანიშვილი „აერიათ“ მოსკოველ მილიონერებში – ქართველებში, რომლებმაც ზუგდიდში, ქორწილებში, “ზაპასკების” ქურდობით დაიწყეს.

ახალი რევოლუციის მოლოდინში: "იძულებული ვარ, მთავრობის ნაცვლად ორიოდე სიტყვა ვუთხრა ქართველ ამომრჩეველს"

იმისათვის, რათა საპარლამენტო არჩევნების წინ ქართველი ამომრჩევლის თვალში „მოეხდინათ“:

ა) ქართული არმიის „დეგრადაციის“ დემონსტრირება „ივანიშვილის კაცის“ – თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით;

ბ) ქართული პოლიციის „უბადრუკობის“ დემონსტრირება, „ივანიშვილის კაცის“ – შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის ხელმძღვანელობით;

გ) ხელისუფლების ხელით მშვიდობიანი მოსახლეობის სისხლისღვრის დემონსტრირება,

ოპოზიციამ მოაწყო მძევლების აყვანა ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“, გადამდგარი სამხედრო მოსამსახურის, რიგითი ბადრი ესებუას მიერ, რომელმაც მყისვე დაამყარა კომუნიკაცია „ნაცმოძრაობის“ პარტიული ტელეკომპანიის გეიდირექტორ ნიკა გვარამიასთან (რომლის მობილურის ნომერი მისმა ბევრმა კოლეგამაც არ იცის) და მოითხოვა გამოსასყიდი 500 ათასი დოლარის ოდენობით. პროვოკაცია ორგანიზებული იქნა შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილისა და ქართველი გენერლების მეშვეობით, რომლებიც მეთაურობდნენ ქართულ არმიას 2008 წლის აგვისტოში, დღეს კი ქმნიან საბრძოლო რაზმებს ყოფილი სამხედროებისაგან საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების განსახორციელებლად და ხელისუფლების სათავეში სააკაშვილის დასაბრუნებლად. გამოყენებული იქნა სააკაშვილის რეჟიმის დროინდელი “სამხედრო ბუნტისა” და ტელედაჭერების ძველი სცენარები, როდესაც მიშას კანალი პრივილეგიით სარგებლობდა და შემთხვევის ადგილზე ჩნდებოდა სოსო თოფურიძესთან ერთად, ხანდახან – უფრო ადრეც კი.

თუმცა, ივანიშვილმა სააკაშვილს „დეტსკი მატი“ გაუკეთა – უბრძანა რა შსს-ს შეიარაღებული სულელის ყველა მოთხოვნის შესრულება და მისი მშვიდობიანად გაშვება.

ამას მოჰყვა კიდევ უფრო პრიმიტიული პროვოკაცია – გვარამიას ტელეინტერვიუ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის პირადი დაცვის უფროსთან – „კაგებე“-ს გადამდგარ პოლკოვნიკ ელდარ გოგოლაძესთან, რომელიც 1993 წელს უშუალოდ მონაწილეობდა საქართველოში „ცერეუ“- ს პოლკოვნიკის ფრედ ვუდროფის მკვლელობაში („ცერეუ“-ს დირექტორის კავკასიის საკითხებში). „კაგებე“-დან გადადგომის შემდეგ გოგოლაძე 5 წლის განმავლობაში (1998–2003 წწ.) მუშაობდა საქართველოში ივანიშვილის ერთადერთი ბიზნესსტრუქტურის – “ქართუ ჯგუფის” უსაფრთხოების სამსახურის უფროსად.

ძველი კაგებეშნიკის ცნობილ ლგბტშნიკთან ინტერვიუში ივანიშვილი წარმოდგენილია რუსეთში ლამის მეორე კაცად და არაადექვატურ დიქტატორად. გათვლა გაკეთდა იმაზე, რომ ხანდაზმული გოგოლაძის კოლეგები დღეს დამსახურებულ პენსიაზე იმყოფებიან და დემონსტრაციულად არ ერევიან პოლიტიკაში, ამიტომ მელოტი ცრუპენტელას სკანდალურ ფანტაზიებზე მედიაში კომენტარს გააკეთებენ სააკაშვილის ყოფილი ძალოვნები, რომლებსაც წარმოდგენა არა აქვთ სპეცსამსახურებზე და გოგოლაძის დროინდელი მოვლენების დროს ნორჩი კომკავშირლები იყვნენ.

თუმცა ეს პროვოკაციაც ჩაიშალა: ”რა ნაძირალა უნდა იყო, რომ ამდენი წელი ადამიანთან იმუშაო, რომელმაც ფულში გაბანავა, და 17 წლის შემდეგ მასზე ასეთი საზიზღრობები ილაპარაკო!”, – იფურთხებიან ქართველები, რომელთა თვალშიც ინტერვიუ ივანიშვილის რეიტინგი მხოლოდ გაზარდა (საქართველოში უყვართ “ძერზკი” კაცები). ”როგორ შეიძლება ვინმე დაადანაშაულონ გვარამიამ, რომელსაც სააკაშვილიც კი პედერასტს უწოდებს, და ძველმა კაგებეშნიკმა, რომელმაც მოსკოვის ბრძანებით „ცერეუ“-ს პოლკოვნიკს ესროლა?!“ , – აღშფოთებას გამოხატავს ხალხი (შეგახსენებთ, რომ სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე ვუდრაფი თბილისში „ცერეუ“–დან კოლეგას მასპინძლობდა – ოლდრიჩ ეიმსს, რომელიც მოგვიანებით გისოსებს მიღმა აღმოჩნდა, როგორც “მოსკოვის ჯაშუში”).

ასევე, ხელისუფლების მხრიდან სათანადო პასუხის გარეშე დარჩა ოპოზიციის PR-კამპანია – აქაოდა ”ბედკრული კარტოგრაფები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩევა არჩევნების წინ ციხეში პოლიტიკური მოტივებით ჩასვეს, და არა ტოპოგრაფიული რუკების გამო”. არავის გახსენებია, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ მხეცურად აწამა ავღანეთისა და აფხაზეთის გმირი, გადამდგარი პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე, რომლის ცხედარიც მის ოჯახს ყველა ორგანო ამოცლილი დაუბრუნეს! პენსიონერი პოლკოვნიკის სახლში, მისი მცირეწლოვანი შვილის დაბადების დღეს, ღამით შეჭრისას სააკაშვილის ჯალათები სამხედრო პოლიციიდან და უპირველესად სარდაფში შეცვივდნენ, საიდანაც ტოპოგრაფიული რუკები წაიღეს, რომლებიც უწინ ყველა სახელგამის მაღაზიაში იყიდებოდა. ამის საფუძველზე საბრძლო წითელი ვარსკვლავის ორდენის კავალერი და საქართველოს პატრიოტი გამოცხადდა რუს ჯაშუშად, თუმცა ქართული ჯარის შექმნამდე იგი მუშაობდა „ЗакВО“-ს კარტოგრაფიული ფაბრიკის დირექტორად, საიდანაც სახლში მიჰქონდა სხვადასხვა რუკა. მაგრამ სააკაშვილმა უკვე მიჰყიდა აზერბაიჯანულ მხარეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის 13 მონაკვეთი (გამორიცხული არაა, რომ ამაში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების ჯგუფიც ურევია, რომლებიც ამასწინათ დააპატიმრეს კორუფციისა და გაფლანგვის ბრალდებით) მე -6 საუკუნის სამონასტრო კომპლექს დავით გარეჯთან ერთად (3 500 ჰექტარი), ამიტომ დაინტერესებული იყო ყველა ძველი რუკის განადგურებით, რომელთა მიხედვითაც ეს საქართველოს ტერიტორიაა, ხოლო აზერბაიჯანის საზღვარი 500 მეტრში იწყება.

თუმცა, დღეს ჩემი მთავარი სათქმელი ეს შემზარავი ფაქტებიც კი არ არის, არამედ ის, რის შესახებაც 2015 წლის 27 მაისს, დიასპორის პირველი პროფესიული ფორუმის კულუარებში, საქართველოს მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ვუთხარი, რომ სახელმწიფო საინფორმაციო პოლიტიკისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) საკითხების უგულებელყოფა ხელისუფლებას ძვირი დაუჯდება (ფორუმში ვმონაწილეობდი, როგორც ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგის ბორდის წევრი, ლიგის პრეზიდენტთან, ელიზა აბელაშვილთან ერთად, რომელიც ფორუმზე აშშ-დან ჩამოფრინდა. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ასევე საქართველოს მთელი ხელმძღვანელობა და დიპკორპუსი, მათ შორის აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი, ხოლო ბიზნეს-სექცია ჩაატარა მაშინდელმა ბიზნეს-ომბუდსმენმა გიორგი გახარიამ.)

მთელ წინასაარჩევნო პერიოდში მოუთმენლად ველოდი – რას იტყოდნენ „ქართული ოცნების“ ლიდერები და მმართველი პარტიით დაკომპლექტებული ხელისუფლების წარმომადგენლები – გენერალური მდივანი კალაძე, აღმასრულებელი მდივანი – შტაბის უფროსი კობახიძე, პრემიერ-მინისტრი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე თალაკვაძე, იუსტიციის მინისტრი წულუკიანი და სხვები. სოციალურ ქსელებში “პოსტების” გამოქვეყნებით “პადაჩებსაც” კი ვაძლევდი, მაგრამ ამაოდ. ამიტომ დღეს, როცა არჩევნებამდე ორი დღე დარჩა, იძულებული ვარ, მათ ნაცვლად ორიოდე სიტყვა ვუთხრა ქართველ ამომრჩეველს.

მოგეხსენებათ, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოებში არსებობს აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებებად დანაწილების პრინციპი, მათი ერთიანობა და დამოუკიდებლობა წარმოადგენს სახელმწიფოს სუვერენიტეტის საფუძველს. მაგრამ საქართველოში ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა თავის ოფიციალურ პროგრამებში გვთავაზობს საქართველოს სუვერენიტეტის ნაწილის გადაცემას უცხო სახელმწიფოებისთვის – მათ პარტიულ პროგრამებში ჩაწერილი თეზები პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ასუსტებს ქვეყნის სუვერენიტეტს.

ასე, მაგალითად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გვთავაზობს უცხოელი მოსამართლეების ჩანერგვას საქართველოს სასამართლოებში, ხოლო მათი თანამოაზრეები „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის“ პარტიიდან გვთავაზობს აშშ–ისა და დიდი ბრიტანეთის მოსამართლეების დანიშვნა საქართველოს სასამართლოებში, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე–60 და 63–ე მუხლებს.

მითხარით, ძვირფასი ქვეყნის მბრძანებლებო, განა საქართველოს კონსტიტუცია ქვეყნის ძირითადი დემოკრატიული დოკუმენტი არ არის?! მაშ, რატომ ვერ მოვისმინეთ თქვენგან, რომ დისკრედიტებული და ფსიქიკურად არაჯანსაღი ოპოზიციის ლიდერების ზრახვები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და საღ აზრს?!

და როგორ ახსნით მიხეილ სააკაშვილის წამოყენებას საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად „ნაცმოძრაობისა“ და ოპოზიციური ბლოკის “ძალა ერთობაშია” 20-ვე პარტიიდან, თუ ის ამჟამად არ არის საქართველოს მოქალაქე და მის მიმართ არსებობს უკვე ამოქმედებული სასამართლოს გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის საქმეებზე? რაც, საქართველოს კონსტიტუციით, გამორიცხავს მის წარდგენას პარლამენტში და, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის პოსტზე საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის შესაბამისად?

ეჰეი, სად ხართ, კონსტიტუციონალისტებო, რომლებმაც ქართული სახელმწიფოს ძირითადი კანონის ახალი რედაქცია დაწერეთ?!

ასევე საიდუმლო არ არის, რომ ყველა პოლიტიკური პარტია ცდილობს გამოიყენოს ეკონომიკური დღის წესრიგი ამომრჩევლის მოსაზიდად. მაგრამ საქართველოში ოპოზიცია (ენა არ მოგიბრუნდება, მას „ქართული“ უწოდო!) შეგნებულად გვთავაზობს აბსოლუტურად არარეალურ პროგრამებს და დაპირებებს, რომლებსაც ვერც ისინი და ვერც ხელისუფლება ვერ შეასრულებს. მაგალითად, ბანკირი მუმუკა ხაზარაძის პარტია “ლელო” თავის პროგრამაში გვპირდება საქართველოს 600 ათასი მოქალაქის შემოსავლის გაზრდას თვეში 3 ათას ლარზე მეტი ოდენობით (960 აშშ დოლარის ექვივალენტი) და 200 ათასი სამუშაო ადგილის შექმნას; ხოლო ოპოზიციური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი”, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე მიდის პარტიასთან „კანონი და სამართლიანობა“ ბლოკში, გვპირდება 300 ათასი სამუშაო ადგილის, 9 ახალი ინდუსტრიული პარკის, 3 IT ქალაქის, 3 ათასი ახალი სასტუმროს აშენებას და ა.შ. და ა.შ., რაც ბოდვაც კი არ არის 5 წლამდე განვითარების სტრატეგიისა და გლობალური პანდემიის არსებობის პირობებში. მაგრამ სოციალურ სიდუხჭირეში მყოფი და მუდმივი პრობლემებით გადაღლილი ადამიანი სშირად იჯერებს ნებისმიერ ლამაზ ზღაპარს…

 

არნო ხიდირბეგიშვილი,

საქინფორმის მთავარი რედაქტორი