ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი იური კარაევი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“  ავრცელებს.

შს მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. კარაევი შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციაზე 2019 წლის ივნისში დაინიშნა.

ბელარუსში 25 ოქტომბრიდან აქციების მეორე ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა. ოპოზიცია პრეზიდენტის გადადგომას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს.