პუტინი რუსეთის არაკეთილმოსურნეებს პასუხობს: “თქვენს დაკრძალვაზე, ვეცდებით, არ გავცივდეთ!

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 22 ოქტომბერს სადისკუსიო კლუბ “ვალდაიში” სიტყვით გამოსვლისას მკაცრად უპასუხა რუსეთის არაკეთილმოსურნეებს, რომლებიც რუსეთის “ჩაქრობას” ელოდებიან.

პუტინი რუსეთის არაკეთილმოსურნეებს პასუხობს: “თქვენს დაკრძალვაზე, ვეცდებით, არ გავცივდეთ!

პუტინმა რუსეთის არაკეთილმოსურნეებს უპასუხა ფრაზით: “თქვენს დაკრძალვაზე, ვეცდებით, არ გავცივდეთ!”.

“ჩვენი ქვეყნის განმტკიცებისას, როცა ხედავ, რა ხდება მსოფლიოში, სხვა ქვეყნებში, მინდა, ვუთხრა მათ, ვინც კიდევ ელოდება რუსეთის ნელ-ნელა ჩაქრობას: ასეთ შემთხვევაში ჩვენ გვაშფოთებს მხოლოდ ერთი რამ _ თქვენს დაკრძალვაზე, ვეცდებით, არ გავცივდეთ!” _ განაცხადა პუტინმა სამ ზესახელმწიფოზე: სსრკ-ზე, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთზე საუბრისას, რომლებმაც შექმნეს ომისშემდგომი მსოფლიო წესრიგი. პრეზიდენტის თქმით, “ზოგიერთი დღეს რუსეთის ჩამოწერას ცდილობს”.

ამასთანავე, პუტინმა დასძინა, რომ რუსეთი ადეკვატურად აფასებს თავის ინტელექტუალურ, სამხედრო, ტერიტორიულ და ეკონომიკურ შესაძლებლობებს და მზად არის, “ტექტონიკური ძვრებისთვის მსოფლიოში”.