თუ სომხეთი ნებით არ დატოვებს დანარჩენ ოკუპირებულ მიწებს, ჩვენ მათ იქიდან გავაძევებთ – ილჰამ ალიევი –

თუ სომხეთი ნებაყოფლობით არ დატოვებს დანარჩენ ოკუპირებულ მიწებს, მაშინ ჩვენ მათ იქიდან გავაძევებთ, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დელეგაციასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც ირანის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ხელმძღვანელობდა.

 

თუ სომხეთი ნებით არ დატოვებს დანარჩენ ოკუპირებულ მიწებს, ჩვენ მათ იქიდან გავაძევებთ - ილჰამ ალიევი -

აზერბაიჯანის ლიდერის განცხადებით, ომი უკვე ერთი თვეა გრძელდება და აზერბაიჯანელი ხალხისთვის ეს არის სამამულო ომი.

„ჩვენ ვათავისუფლებთ მიწებს დამპყრობლებისგან. ეს არის საერთაშორისო სამართლისა და ისტორიული სამართლიანობის აღდგენა“,- აღნიშნა ალეივმა.

მან კიდევ ერთხელ დაადანაშაულა სომხეთი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში.

ალიევის განცხადებით, რამდენიმე საათის წინ, ბარდაში თავდასხმის შედეგად 21 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 70-ზე მეტი კი დაშავდა.

„მაგრამ ის წარმატებას ვერ მიაღწევს. უფრო მეტიც, სომხეთი უხეშად არღვევს ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც მესამედ გამოცხადდა და შეთანხმდა მისივე თხოვნით“,- აცხადებს პრეზიდენტი.

ალიევის თქმით, ისინი მონსტრებს ებრძვიან.

„მთელ პლანეტას, მთელ მაჰმადიანურ სამყაროს შეუძლია დაინახოს, თუ რა სახის მონსტრებს ვებრძვით. მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ვერაფერი შეგვაჩერებს ”, – განაცხადა ქვეყნის მეთაურმა.