აბსოლუტურად ყველა პარტიის  პროგრამაში რუსეთთან ურთიერთობების თემა არ ფიგურირებს

“ევრაზიის ინსტიტუტის” დირექტორი, პოლიტოლოგი გულბაათ რცხილაძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

 

 აბსოლუტურად ყველა პარტიის  პროგრამაში რუსეთთან ურთიერთობების თემა არ ფიგურირებს

დააკვირდით, აბსოლუტურად ყველა პარტიის (ძალიან დაბალშანსიანებიდან ზოგიერთს არ ვგულისხმობ) საპროგრამო პოსტულატებსა თუ ლოზუნგებში რუსეთთან ურთიერთობების თემა არ ფიგურირებს, ეგენი მარტო პირად მესიჯში თუ მოგწერენ, ისიც დაშიფრულად, ან საერთოდ, თვალის “ჩაპაჭუნებით”, რომ მეთანხმებიან.

ამ პარტიებს ის ვერ გაუგიათ, რომ ამომრჩევლის საკმაოდ დიდი ნაწილის მობილიზებისთვის ეს თემა აუცილებელია – არა განყენებულად რუსეთზე საუბარი და პუტინის ქება-დიდება, არამედ თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობის თემის მიბმა რუსეთთან ურთიერთობების თემაზე, საქართველოს უსაფრთხოების თემის მიბმაც. ამის თქმის და თქვენივე პოტენციური ამომრჩევლის თუ გეშინიათ, როგორ უნდა დაგიჯეროთ რამე და ხმა რატომ უნდა მოგცეთ? ან არჩევნებზე საერთოდ რატომ უნდა წავიდე? იმ ახალ პარლამენტშიც სულ თავდაცვის პოზიციაში გინდათ ყოფნა, რომ “არ ვართ პრორუსულები”?! და თქვენი კონტრშეტევები იქნება ის, რომ ნაცებს უკიჟინოთ: “თავად ხართ პრორუსულები – ყველაფერი რუსებს მიყიდეთ!” – ამის იქით არ გინდათ განვითარდეთ, არ გინდათ, გახდეთ სახელმწიფო მოღვაწეები? ასე საქართველო გარანტირებულად დაიღუპება – თქვენი პარლამენტში ჯდომა-არჯდომისაგან დამოუკიდებლად.