მმართველი პარტია უნდა მიხვდეს ვითარების სირთულეს და დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან!

“არცერთმა სადამკვირვებლო მისიამ და ორგანიზაციამ არ თქვა, რომ არჩევნები სამართლიანი იყო, ასე რომ ხმების გადანაწილებაზე საუბარი საკმაოდ არაადეკვატურია, როდესაც სამართლიანობას ვერ ვადგენთ” – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

მმართველი პარტია უნდა მიხვდეს ვითარების სირთულეს და დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან!

– ოპოზიცია პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს, რას ფიქრობთ მათ გადაწყვეტილებაზე?

– სამწუხაროდ, ოპოზიციას დღესაც იგივე მიზანი აქვს, რაც წლების განმავლობაში უცვლელი რჩება საქართველოში, ეს არის ხმების დაცვა.

როდესაც ამომრჩეველი ხმას აძლევს პარტიას, ის იმ მოთხოვნასაც აყენებს, რომ პარტიამ მათი ხმები დაიცვას. სამწუხაროდ, დღეს ეს მიზანი არ შეცვლილა საქართველოში. ხმების დაცვა კვლავ საჭიროა და ამას ვერ ახორციელებს საარჩევნო ადმინისტრაცია.

ამიტომ ოპოზიცის მიზანი, რომ დაიცვას ამომრჩევლის ხმები არის ის მანდატი, რომლითაც ისინი მოქმედებენ და ბუნებრივია მათ უნდა დაიცვან დემოკრატია.

როგორც გიორგი მარგველაშვილი საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-თან საუბრისას აცხადებს, უარის თქმა და ბოიკოტი ტაქტიკური ნაბიჯებია, რომელსაც ისინი ახორციელებენ.

– ისინი ამომრჩევლის ხმას იცავენ და არიან გაერთიანებულნი, დანარჩენი ტაქტიკის საკითხია. აქ არიან გამოცდილი პოლიტიკოსები, რომლებმაც იციან რას აკეთებენ.

– რას ფიქრობთ, როგორ განვითარდება მოვლენები?

– ძნელია იმის თქმა თუ როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ დღეს მიზანი არის ის, რომ მმართველმა პარტიამ, რომელმაც ვერ ჩააბარა დემოკრატიის ტესტი გაიაზროს პოლიტიკური ვითარება, გამოწვევები და წავიდეს დიალოგზე.

მმართველი პარტია უნდა მიხვდეს ვითარების სირთულეს და დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, რომ პოლიტიკური კრიზისი ააცილონ ქვეყანას.

წყარო: Pia.ge