ტრამპის “ლელა კაკულია” – პოლა უაითი ამბობს, რომ “დასახმარებლად ანგელოსები მოდიან სამხრეთ ამერიკიდან და აფრიკიდან”

აშშ ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, თავისი “მოძღვარი” ჰყავს – ქალბატონი, რომელიც ამერიკაში ფართოდ პრაქტიცირებული სატელევიზიო მქადაგებელთაგან ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცნობილია.

ტრამპის "ლელა კაკულია" - პოლა უაითი ამბობს, რომ "დასახმარებლად ანგელოსები მოდიან სამხრეთ ამერიკიდან და აფრიკიდან"

ამ პასტორის სახელია პოლა უაითი, რომელმაც ფლორიდაში ბაზირებული მეგატაძარში, New Destiny -ში აღავლინა ლოცვა ტრამპის გამარჯვებისათვის და განაცხადა, რომ ტრამპის კვლავ არჩევასა და მთელს ამერიკას ებრძვის “დემონური შეთქმულება”, ექვს კონკრეტულ შტატზე მიმართული. აშკარაა, რომ უაითი იმ შტატებს გულისხმობდა, რომლებშიც გრძელდება ბიულეტენების საეჭვო ხასიათის დამუშავება.

მქადაგებელმა, ამერიკელი ფსევდოქრისტიანებისთვის დამახასიათებელი ეგზალტაციით რამდენჯერმე გაიმეორა, რომ მას ესმის “გამარჯვების ხმა” და თავისი რეჩიტატივები გაურკვეველი სიტყვებით “გაამდიდრა”. მან ამერიკელებს ასევე აუწყა, რომ დასახმარებლად ანგელოსები მოდიან აფრიკიდან და სამხრეთ ამერიკიდან.

ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა გუშინ საღამოს. სხვათა შორის, პოლა უაითი 2019 წლიდან თეთრი სახლის ოფიციალური თანამშრომელია. ეს ქალბატონი ამტკიცებს, რომ ტრამპს შავი მაგიისა და ჯადოქრობის საშუალებით ებრძვიან, ხოლო მატერიალური კეთილდღეობა ღვთის მადლს გამოხატავს.

ინტერნეტში ვრცელდება ამერიკელების სახუმარო გამოხმაურებები პოლა უაითის ეგზალტირებულ გამოსვლაზე. გთავაზობთ უაითის სიგიჟეს ორიგინალში და მისი ინტერნეტ-პაროდიის ერთ-ერთ მაგალითს. აქვე ვიტყვით, რომ ქართული სიგიჟეები ამერიკულთან ახლოსაც ვერ მივა: