რატომ არ ულოცავს ვლადიმირ პუტინი მძინარე ჯოს გამარჯვებას ?

ჯო ბაიდენს, რომელმაც თავი აშშ– ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა, უკვე მიულოცა არაერთი ქვეყნის ლიდერმა და მათშორის ევროპელმა ლიდერებმაც.

რატომ არ ულოცავს ვლადიმირ პუტინი მძინარე ჯოს გამარჯვებას ?

ბაიდენისთვის გამარჯვების მილოცვას არ ჩქარობენ ლათინური ამერიკის ქვეყნები, კერძოდ,  ბრაზილიის პრეზიდენტს ჟაირ ბოლსონაროს, რომელიც ყოველთვის აღფრთოვანებული იყო ტრამპით, ურჩევნია სამართლებრივი პროცედურების დასრულებას დაელოდოს და მას შემდეგ მიულოცოს გამარჯვებულს. არც მექსიკის და ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნების პრეზიდენტები ჩქარობენ მილოცვას.

მაგრამ ყველაზე მკაფიო მოსკოვისა და პეკინის სიჩუმე გახლავთ – ვლადიმირ პუტინი და სი ძინპინი არ ჩქარობენ ბაიდენისთვის მილოცვას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც არჩევნების წინა დღეს თითქმის ყველამ თქვა, რომ ”ჩინელები ფსონებს ბაიდენზე აკეთებენ, რუსები კი ტრამპზე”.

ამბობენ, რომ პეკინში ბედნიერები იქნებიან ტრამპის დამარცხებით, რომელმაც ჩინეთთან სავაჭრო ომი წამოიწყო, მათი თქმით ბაიდენი, ბევრად უფრო ახლოსაა ჩინელებთან, მაგრამ სი ძინპინი დუმს.

პეკინში როგორც ლათინური ამერიკის ქვეყნებში ელოდებიან სასამართლო პროცესებს და ვარაუდობენ, რომ ეს პროცესები დიდხანს გაგრძელდება და შესაძლებელია ბაიდენისთვის მისალოციც აღარაფერი დარჩეს.

ვლადიმირ პუტინის დუმილს New York Times- ში უწოდეს პირველი ნიშანი იმისა, რომ რუსეთი ემზადება ”ღრმად მტრული ურთიერთობისთვის” აშშ-ს ახალ პრეზიდენტთან, 2016 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ტრამპს გამარჯვებიდან რამდენიმე საათში მიულოცა. ახლა კი მოსკოვში სრული სიჩუმეა – ეს ყველაფერი აჩენს განცდას, რომ თუ ბაიდენი საბოლოოდ გაიფორმებს გამარჯვებას წინ დაძაბული წლები გველოდება.

აქ საკითხავია რამდენად უფრო დაძაბული შეიძლება იყოს ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის? დღევანდელ მდგომარეობამდე, არა ტრამპმა, არამედ ამერიკულმა გლობალისტურმა ელიტამ მიიყვანა ორი ქვეყანა, ელიტა რომელიც ბაიდენის ლიდერობით აკონტროლებდა, როგორც კონგრესს (რომელიც დიდ როლს ასრულებს საგარეო პოლიტიკაში), ასევე თავად ამერიკულ სახელმწიფოს.

მოსკოვი ლოდინის რეჟიმშია და ისევ შორიახლოს მდგომი დამკვირვებლის ფუნქციას ასრულებს, ვლადიმირ პუტინის დუმილი იმის მომასწავებელია, რომ ის ელოდება 20 იანვრის ინაუგურაციას და ბაიდენის საბოლოო გამარჯვების შემთხვევაში, ტრამპის განცხადებას, რადგან იცის, რომ დონალდ ტრამპი რესპუბლიკელებთან ერთად, ან პირადად ის,  აუცილებლად გამოუცხადებს არჩევნებს უნდობლობას და არ ცნობს ბაიდენს პრეზიდენტად, აი მაშინ კი მოსკოვში ღიად დაიწყებენ საუბარს არჩევნების გაყალბებაზე და შედეგის ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ დაყენებენ.

ირაკლი ჯანყარაშვილი