ჩვენ უბრალოდ დავივიწყეთ ისტორია, ვინ იყო ისტორიული მტერი და ვინ მოკეთე! – შოთა აფხაიძე

ჩემო ძვირფასო თანამემამულენო! ამ ბოლო დროს ყარაბაღში დატრიალებული სისხლის კალო არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს ჩვენს ერში. სრულიად ბუნებრივი პროცესია და არა საკვირველი, როდესაც საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯნის ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს . მაგრამ, ჩვენ უბრალოდ დავივიწყეთ ისტორია, ვინ იყო ისტორიული მტერი და ვინ მოკეთე!

ჩვენ უბრალოდ დავივიწყეთ ისტორია, ვინ იყო ისტორიული მტერი და ვინ მოკეთე! – შოთა აფხაიძე

პარანოიული არმენოფობია რას მივაწეროთ, იქნებ ამიხსნათ?! როცა ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქე ხარობს ყარაბაღში დახოცილ სომეხი ეროვნების მებრძოლებზე , დანგრეულ ეკლესიებზე და გადამწვარ სახლებზე . სიხარულის ერთადერთი არგუმენტი , აფხაზეთში ჩვენს წინააღმდეგ მებრძოლი “ბაგრამიანის ბატლიონია ”.

რაც შეეხება ამ ბატალიონს , ისინი საერთაშორისო სამართლის დამნაშავეები არიან, სეპარატისტები და ექსტრემისტები , მაგრამ სომეხი ერი კოლექტიურად არ აგებს პასუხს მათ დანაშაულზე! ეს ბატალიონი დაკომპლექტებული იყო აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკური სომხებით და მათი რიცხვი არ აღემატებოდა 235 კაცს. არც ყარაბაღელ, არც სომხეთის სომხებს , აფხაზეთში ქართველების წინააღმდეგ არ უომიათ.

ქართული არმიის რიგებში ბევრი ეთნიკური სომეხი , საქართველოს მოქალაქე იბრძოდა ჩვენი სამშობლოს დასაცავად , რატომ მათი ღვაწლი არ გვახსოვს?!რატომ დავივიწყეთ ჩეჩნების მხეცობა აფხაზეთში, შამილ ბასაევის და გელაევის ურდოების სისასტიკე გაგრის , ბიჭვინთის და სოხუმის აღების დროს?! სწორედ მათი ბანდები თამაშობდნენ ფეხბურთს ქართველების თავებით .

სულ რაღაც 3 წელიწადში აფხაზეთის ომის შემდეგ , ჩვენ იგივე ბასაევი და გილაევი , და სხვა ქართველთა მტერი შევიკედლეთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე და სასათბურე პირობები შევუქმენით .
”ადიგი- ჰასეს” თავმჯდომარე იაგანოვი , ჩერქეზულ – ყაბარდოული ბანდის მეთაური აფხაზეთში , ქართველთა ეთნოწმენდის მონაწილე, სააკაშვილმა თბილისში მოიწვია და ღირსების მედლით დააჯილდოვა. საინტერესოა ნეტავ, რისთვის – ქართველთა სისხლისღვრისთვის ?!

ჩვენ ”ჩერქეზების გენოციდი” ვცანით, იმ ჩერქეზების, ვინც აფხაზეთში გვებრძოდა, რომლის თურქული და იორდანიის დიასპორა აფსუა სეპარატისტებს აფინანსებდა.

სოხუმში თურქეთის კონსული ზის 1994 წლიდან, თურქეთი მხარს უჭერდა ირიბად აფსუა სეპარატისტებს და დღემდე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები აქვს დე ფაქტო რესპუბლიკასთან, ჩვენ კი მათ სტრატეგიულ პარტნიორს და ისტორიულ ძმას ვუწოდებთ .

ისე, ვინც არ იცის, შევახსენებ: აფხაზეთში ბევრი ადგილობრივი ბერძენი, ესტონელი და სხვა ეთნოსი იბრძოდა ჩვენს წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ უბრალოდ არ გვაწყობს ამის გახსენება.

ისტორიულ ჰერეთში ქართველთა გაუსაძლისი ყოფა , მათი აპარტეიდი და სეგრეგაციაც ფეხებზე გვკიდია , მთავარია, სომხები ვლანძღოთ . ჰერეთის ქართველობა 30 000-იდან 4600 კაცამდე შემცირდა აზერბაიჯანში , ქართული სალოცავები ტუალეტებად და ბოსლებად აქციეს , მაგრამ ჩვენ ესეც არ გვაინტერესებს .

გუშინ უდიდესი სიწმინდე გარეჯი წაგვართვეს და დღეს აღარ გვახსოვს !

დაბოლოს , ჩვენ უბრალოდ დავივიწყეთ ისტორია , ვინ იყო ისტორიული მტერი და ვინ მოკეთე – აღარ ვიცით. 15 მილიონი ქართველი გაანადგურა ოსმალეთის და სპარსეთის იმპერიებმა თავიანთი არსებობის მანძილზე, მაგრამ ჩვენ ეს არ გვახსოვს !
ერთი “ბაგრამიანის ბატალიონი” ვერ გადაწონის ქართულ-სომხური ურთიერთობების ისტორიას; მხოლოდ წმინდა მოწამე შუშანიკი რად ღირს !”

ჩვენ უბრალოდ დავივიწყეთ ისტორია, ვინ იყო ისტორიული მტერი და ვინ მოკეთე!

შოთა აფხაიძე
ფოტოზე: დე ფაქტო აფხაზეთის გმირი იბრაგიმ იაგანოვი (ქართველთა დაუძინებელი მტერი) და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი” მ. სააკაშვილი