კარგი იქნება, თუ ტერორისტების და კრიმინალების „ფრომოუშენს“და გუშინდელი შემთხვევის ჰიპერბოლიზებას არ მოვახდენთ

ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი  სოზარ სუბარი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება.

 

კარგი იქნება, თუ ტერორისტების და კრიმინალების „ფრომოუშენს“და გუშინდელი შემთხვევის ჰიპერბოლიზებას არ მოვახდენთ

როგორც სუბარი განმარტავს, დამნაშავე დაკავებულია და ის უნდა დაისაჯოს.

„ზოგადად, კარგი იქნება, თუ ტერორისტების და კრიმინალების „ფრომოუშენს“და ასეთი შემთხვევების ჰიპერბოლიზებას არ მოვახდენთ. დამნაშავე დაკავებულია და უნდა დაისაჯოს კიდეც“, – განაცხადა სუბარმა.

ცნობისთვის, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში გუშინ, 31 წლის მამაკაცი შეიჭრა და 17 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელთან სამართალდამცავების მიერ რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და 236-მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გრძელდება, რაც ორზე მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელი სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის დეპუტატების პარლამენტში შესვლას და 3 კანონის მიღებას ითხოვდა.

“1) აიკრძალოს საქართველოს მასშტაბით ყველანაირი აზარტული თამაში; 2) ბანკებს მიეცეთ უფლება, 7%-ში გასცენ სესხი, ვისაც არსებული სესხები აქვთ, გადაუტანონ 7%-ში; 3) ფარმაცევტულ კომპანიებს მხოლოდ 10% მოგების უფლება მიეცეთ”, – განაცხადა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შესულმა მამაკაცმა მოთხოვნებზე საუბრისას.