მარტო არიან არჩევნებში და მაინც ეშინიათ – ლევან ხაბეიშვილი

“ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი, ლევან ხაბეიშვილი არჩევნების მეორე ტურის ჩატარებას ეხმაურება.

მარტო არიან არჩევნებში და მაინც ეშინიათ - ლევან ხაბეიშვილი

როგორც ხაბეიშვილი ამბობს, ხელისუფლება მარტოა არჩევნებში, თუმცა მაინც ეშინია.

„მარტო არიან არჩევნებში და მაინც ეშინიათ. ჩუმად დადის ოპოზიციაო. როგორ აკლიათ ხვდებით? ოლქის წევრები გამოვითხოვეთ, კომისიის წევრები გამოვითხოვეთ, დამკვირვებლები არ გვყავს და მაინც ჩუმად მუშაობენო ჩუმად როგორ უნდა ჩავატარო კამპანია? „იგებთ“ ბიჭო „იგებთ“ და ნუ გეშინიათ, გამაგრდით“,- ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

დღეს, 21 ნოემბერს, საქართველოს მასშტაბით, 17 საარჩევნო ოლქში არჩევნების მეორე ტური იმართება. ოპოზიციური პარტიები მეორე ტურებში მონაწილეობას არ იღებენ და პარლამენტში შესვლასაც არ აპირებენ.

იმ ოლქებში, სადაც პირველ ტურშივე გამოვლინდა გამარჯვებული, ყველა „ქართული ოცნების” წარმომადგენელია. დარჩენილი 17 ოლქიდან მხოლოდ ერთში, გლდანში ლიდერობდა ოპოზიცია.

ოპოზიციის არც ერთი კანდიდატი არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ იღებს და პარლამენტში შესვლას ბოიკოტს უცხადებს.

წყარო: report.ge