რადიკალური ოპოზიცია გარკვეულ პროვოკაციებს გეგმავს – მამუკა მდინარაძე

“რადიკალური ოპოზიცია გარკვეულ პროვოკაციებს გეგმავს. ოპოზიციის ზოგიერთი მხარდამჭერი აპირებს, რა თქმა უნდა მათი ლიდერების მითითებით, ბიულეტენებზე დაფიქსირდეს მინაწერები, თითქოს ისინი არიან საჯარო მოხელეები და ვინმემ აიძულათ არჩევნებში მონაწილეობა, შემდეგ კი ეს პროვოკაცია არჩევნების დისკრედიტაციისა და ნეგატიური პიარისთვის გამოიყენონ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

რადიკალური ოპოზიცია გარკვეულ პროვოკაციებს გეგმავს - მამუკა მდინარაძე

მდინარაძემ იმ პირების ვინაობაც დაასახელა, ვისაც აჭარაში, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა ბიულეტენებზე მსგავსი მინაწერების გაკეთება დაავალეს.

მოგეხსენებათ, დღეს დილიდან, საარჩევნო უბნები გახსნილია მთელი ქვეყნის მასშტაბით, იქ სადაც მეორე ტურები ტარდება და საარჩევნო პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

ზოგადად, მეორე ტურის სპეციფიკის, პანდემიის და ოპოზიციის ბოიკოტის გათვალისწინებით, აქტივობა მაღალი არ არის, თუმცა ნორმალურია. მოსახლეობა მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას იჩენს და საკუთარ პოლიტიკურ პოზიციას საარჩევნო ყუთებთან აფიქსირებს, რისთვისაც მადლობას ვუხდით თითოეულ მათგანს.

ჩვენ დილიდან არაერთხელ წინასწარ გავამახვილეთ ყურადღება, რომ რადიკალური ოპოზიცია გარკვეულ პროვოკაციებს გეგმავს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ოპოზიციის ზოგიერთი მხარდამჭერი აპირებს, რა თქმა უნდა მათი ლიდერების მითითებით, ბიულეტენებზე დაფიქსირდეს მინაწერები, თითქოს ისინი არიან საჯარო მოხელეები და ვინმემ აიძულათ არჩევნებში მონაწილეობა, შემდეგ კი ეს პროვოკაცია არჩევნების დისკრედიტაციისა და ნეგატიური პიარისთვის გამოიყენონ.

მიუხედავად პროვოკაციის მცდელობებისა, არჩევნები ძალიან მშვიდ, თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობს და დარწმუნებულები ვართ, დღევანდელი დღე ბოლომდე ასე ჩაივლის.

დასასრულ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩევლებს, მივიდნენ არჩევნებზე და დააფიქსირონ მხარდაჭერა “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მიმართ.

მე შემიძლია რამდენიმე გვარიც კი დავასახელო იმისათვის, რომ გაირკვეს ვის სთხოვეს აჭარის ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა ასეთი მინაწერების დაფიქსირება ბიულეტენებზე, ესენი არიან ქალბატონი ლაურა ტაკიძე, კობა მანველიძე, ზაიცევა, რომლის სახელიც ზუსტად ვერ გვითხრეს. გვაქვს კონკრეტული ინფორმაციები და მოვუწოდებთ ნაციონალური მოძრაობის ყველა ლიდერს, თავი დაანებონ ასეთი პატარ-პატარა ეგრეთწოდებული ნაღმების აფეთქებას, აზრი არ აქვს იმიტომ, რომ აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია გვაქვს და იმ ეჭვებსაც თავი დაანებონ, სუს-ს რომ მოიშველიებენ ხოლმე. პარტიაში გვაქვს ყველა ინფორმაცია, გამოდის ძალიან ბევრი მათი წარმომადგენლისგან ეს ინფორმაცია და კონკრეტული სახელებითა და გვარებით ვიცით ვინ რას აკეთებს. ამიტომ, ამ პროვოკაციებს , ამ მდარე პროვოკაციებს არავითარი აზრი არ აქვს. ასევე შემიძლია გითხრათ, რომ ისინი, ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ავალებენ თავიანთ ახალგაზრდულ ფრთას რომ საღამოს 20:00 საათზე ან ამის შემდეგ საბჭოთა კავშირის ჰიმნით მოგვილოცონ გამარჯვება – ესეც მდარე პროვოკაციაა და მითუმეტეს ნაც მოძრაობისგან, რომელიც მთელი თავისი ეგრეთწოდებული მოღვაწეობის განმავლობაში სულ რუსულ საქმეს აკეთებდა და ისინი არიან ავტორები მხარდაჭერისა რეზოლუციის, სადაც ეწერა რომ საქართველომ ომი დაიწყო, საქართველოს სტრატეგიული ობიექტების გაყიდვაზე და სხვა ძალიან ცნობილ ამბებზე აღარ გავამახვილებ ყურადღებას. ასევე ისინი აპირებენ , ერთერთი მინი – პროვოკაცია იმაში მდგომარეობს, რომ საღამოს თქვან თითქოს ქართული ოცნება ავალებდა თავიანთ მხარდამჭერების ნაწილს, რომ მათ შემოეხაზათ ხუთიანები იმისათვის, რომ თითქოს ეს ხელოვნური კონკურენცია გაჩენილიყო, თითქოს ისინი არ აქტიურობენ თავისი აგიტატორების მეშვეობით. ასევე, წეღან შალვა პაპუაშვილმაც გითხრათ, რომ ისნის ერთერთ უბანზე აპირებენ პროვოკაციის მოწყობას – ნამდვილად არ ვიცით, თორემ ამას გეტყოდით, პროვოკაციის ფორმა, თუმცა ერთერთ უბანზე აქვთ კონცენტრაცია და ცდილობენ რომ იქ რაღაც არეულობის ფონი შექმნან.

ასე რომ ყველა ინფორმაცია ხელთ გვაქვს და წინასწარ ვაფრთხილებთ საზოგადოებას და თქვენ ალბათ გახსოვთ, რომ ასეთი პროვოკაციების შესახებ, მათი ძალადობრივი მოქმედებების და დაგეგმილი, მოგონილი გაყალბების შესახებ ჩვენ წინასწარ ვუყვებოდით საზოგადოებას და ყველა პუნქტი იყო მართალი – ამაშიც თქვენ, ჟურნალისტები და საზოგადოება კარგად დარწმუნდით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

წყარო: ptn.ge