გამოსავალზე ფიქრი მხოლოდ მაშინ შეიძლება, როდესაც გაცნობიერებული გაქვს რომ ნაგავში ზიხარ

კორონა-აფერა ამ მთავრობისთვის მთავარი საზრუნავია, რადგან ერთგვარ თამაშშია ჩართული და თანაც ამ თამაშისთვის დიდ ფულს უხდიან.
გამოსავალზე ფიქრი მხოლოდ მაშინ შეიძლება, როდესაც გაცნობიერებული გაქვს რომ ნაგავში ზიხარ
კოლონიად ქცეულ საქართველოში სადაც ყველაფერი კეთდება ქართული სახელმწიფოს მოსასპობად, მთავრობა ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ეპიდემიას ებრძვის და ამ ,,ქარის წისქვილებთან ომს” რეალობად ასაღებს. მედია საშუალებებით თესავს პანდემიის გავრცელების პანიკას და შემდეგ ამ ვითომ საშიშ კერებს ისეთი პიარით ,,ებრძვის,, რომ პროპაგანდისგან ტვინგამოლაყებული მასა გმირობადაც კი უთვლის ამ ტყუილ ბრძოლას ერთერთ ჩვეულებრივ გრიპთან. ამ აფერის ფონზე კი ისედაც გაუბედურებული სახელმწიფო აღარავის ახსოვს და გრძელდება მისი ჰესებით დატბორვა, ხალხის ემიგრაციაში გაყრა, დამადებილებელი განათლების სისტემა მთელი ფრონტით ურეცხავს ჩვენ შვილებს ტვინს და ანტიქართული პროპაგანდა მთელი სიმძლავრითაა ჩართული.
არჩევნებმაც კორონას ფონზე ჩაიარა და გაყალბებამ ისეთ შედეგს მიაღწია, რომ ქართველმა ამომრჩეველმა ისევ სულთამხუთავი ლიბერასტები აირჩია რჩეულებად.
ხალხისგან ,,გმირებად” შერაცხული პოლიტაფერისტები კი პროგრამას: — საქართველო ყოველგვარი ქართულის გარეშე კვლავ წარმატებით ახორციელებენ კორონა-აფერის ფონზე.
ისიც უნდა ითქვას, რომ ასეთი ყველაფრის უკრიტიკოდ მრწმენი და გზააბნეული ქართველობა არასდროს ყოფილა ისტორიის მანძილზე. არც ამდენი იუდა და ბედოვლათი გვყოლია ოდესმე ქვეყნის მესვეურებად…
დღეს ქართველობა გაქრობის საფრთხის წინაშე დგას, მაგრამ ამაზე მეტად საგანგაშო ის არის, რომ ვერც კი აცნობიერებს ერი გაქრობის საფრთხეს, პირიქით აქტიურადაა ჩართული თვითლიკვიდაციაში და ნაცქოცური მთავრობების მიერ შემოთავაზებულ ნებისმიერ დამღუპველ ინექციას დოყლაპიური მორჩილებით ეგებება.
ახლა აქ ვინმე გამოსავალზე საუბარს მომთხოვს და კვლავ გავიმეორებ:
გამოსავალზე ფიქრი მხოლოდ მაშინ შეიძლება, როდესაც გაცნობიერებული გაქვს რომ ნაგავში ზიხარ. როცა ისეთი გამოტვინებული ხარ რომ ნაგავში ჯდომა ოქროში ჯდომა გგონია, ასეთ შემთხვევაში უპირველესად საკუთარი გამოთაყვანების გაცნობიერებაა გამოსავალი და სწორედ ამას ემსახურება ეს (კიდევ ერთი) წერილი.
გ.ქ.
                                                                                გურამ ქართველიშვილი